“ელისაშვილს საბურთალოს არჩევნებზე ნაციონალები დაეხმარნენ” – მურმან დუმბაძე

"ელისაშვილს საბურთალოს არჩევნებზე ნაციონალები დაეხმარნენ" - მურმან დუმბაძეგაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ალეკო ელისაშვილზე საუბრობს:

– ალეკო ელისაშვილი რამდენი წლისაც არის, იმდენი წელია, მე პოლიტიკაში ვარ და პოლიტიკური სტაჟი მაქვს. ღრმა შეცდომა მოუვიდა. საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებას უღალატა. მას აკლია პოლიტიკური გამოცდილება და ამიტომ მოსდის შეცდომები.

ელისაშვილი უბარიერო საარჩევნო სისტემას გვთავაზობს, რაც არ არის სწორი. უბარიერო სისტემა ძალიან დაბალი რეიტინგის პოლიტიკოსების გაპოლიტიკოსებას წარმოშობს. ევროპაში არსად არ არის ერთპროცენტიანი ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად. ოდნავი ბარიერი თუ მაინც იქნებოდა, ალეკო ელისაშვილი ბარიერს ვერ გადალახავდა, იმ ბარიერს, რომელიც მას გაადეპუტატებდა.

– საბურთალოზე სერიოზული შედეგი დადო, მეორე ადგილზე გავიდა. 

– საბურთალოზე შედეგი დადო მაჟორიტარული წესით, მაგრამ მას მხარს უჭერდა მთელი ოპოზიციური ელექტორატი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის, ყველაზე მრავალრიცხოვანი ელექტორატი. ყველა ეხმარებოდა და ამიტომ მიიღოს ეს შედეგი. საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად პროპორციული ხმების მოპოვებაა საჭირო მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა