“სააკაშვილის გარეშე ნაცმოძრაობა ამომრჩევლის 80%-ს დაკარგავს” – თორნიკე შარაშენიძე

"სააკაშვილის გარეშე ნაცმოძრაობა ამომრჩევლის 80%-ს დაკარგავს" - თორნიკე შარაშენიძეცოტა ხნის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმე ახალი სახე წარუდგინა საზოგადოებას.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ნაცმოძრაობის ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს პარტიაში:

– ეს ადამიანები რას შესძენენ ნაციონალურ მოძრაობას და რამდენად გააძლიერებენ, გავა დრო და ვნახავთ. ასე მარტივი არ არის ნაცმოძრაობის გაძლიერება. ნაცმოძრაობას სჭირდება გაძლიერებაც და განახლებაც.

– სააკაშვილის პარტიისგან გამიჯვნას ხომ არ ცდილობს ნიკა მელია?

– არა მგონია, ასე იყოს, რადგან, თუ სააკაშვილი გამოეცალა ნაცმოძრაობას, რა დარჩება?! მელიას რა რეიტინგი აქვს? არც ვაშაძის რეიტინგი იმდენს არ ნიშნავდა, რაც სააკაშვილის რეიტინგი. სააკაშვილის გარეშე ეს პარტია, სულ მცირე, ამომრჩევლის 80%-ს დაკარგავს. შესაბამისად, პარტიიდან სააკაშვილის მოწყვეტა სრული სიგიჟეა. სააკაშვილისნაირ ძლიერ პოლიტიკოსს მელია ასე მარტივად ვერ აჯობებს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა