კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”

„კალაძის გვერდზე გაწევა „ოცნებას“ ძვირად დაუჯდება“

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრობს: – ადგილობრივ არჩევნებამდე გუნდში იქნება მოჩვენებითი ჰარმონია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ რამდენ ქულასა და ხმას მოიტანს რეგიონებიდან. “ქართულ ოცნებას” ორი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. პირველი, წარმატებას მიაღწიოს ადგილობრივ არჩევნებში და ადგილობრივი არჩევნებიდან გამომდინარე დაგეგმოს, როდის ჩატარდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. 2024 წლის არჩევნები ძალიან პრინციპული […]

“ელისაშვილის სითამამე და გაბედულება მომწონს” – პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი - "ოცნება" თავისი დამარცხებით ქართულ დემოკრატიას ხელს შეუწყობს"

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ალეკო ელისაშვილის პარტიის პარლამენტში შესვლაზე საუბრობს: – ის, რომ ელისაშვილი შევიდა, სულაც არაა ცუდი. მე მომწონს მისი სითამამე და გამბედაობა. კარგად უტევენ “ოცნებას” შიგნით. მე ცალსახად არ მჯერა იმის, რომ ისინი მოსყიდულები არიან. მათ თავიანთი პრინციპები გააჩნიათ, თავიანთი პრინციპებიდან გამომდინარე, მიაჩნიათ, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ. – რა შედეგს გამოიღებს […]

“ოცნებას” 60-ვე ოპოზიციონერი პარლამენტში არ სჭირდება” – ვახტანგ ძაბირაძე

ვახტანგ ძაბირაძე - მეუფე იაკობი პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში თავადაც მონაწილეობდა

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებას” საერთოს არ აწუხებს პარლამენტში მარტო ყოფნა: – ისინი უფრო ანგარიშს პარტნიორ ქვეყნებს უწევენ. ამიტომაც ჩააგდეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. არ ვარ დარწმუნებული, რომ “ქართული ოცნება” დიდად მოხარული იყოს 60-ივე ოპოზიციონერის პარლამენტში ხილვით. ეს ძალიან გაურთულებს საქმეს “ქართულ ოცნებას”. ისინი ეცდებიან ვიღაცების შეყვანას, მაგრამ არა მთლად […]

“კალაძის მთელ გუნდზე უშიშროებაა ჩასაფრებული” – ლადო სადღობელაშვილი

კალაძემ 2008 წლის ომი სააკაშვილს დააბრალა

ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ უშიშროებასა და მერიას შორის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. – ცდილობენ, რომ კალაძის ამბიციები მოთოკონ? – რა თქმა უნდა, ასეა. დღეს კალაძეს სწორედ ის ადამიანები დაუპირისპირდნენ, რომელთაც ყველაზე მეტად ენდობოდა. – ირაკლი კობახიძეს გულისხმობთ? – ზუსტად კობახიძეს ვგულისხმობ. კალაძის ჩამოლაბორანტება მოხდა პარტიულ სტრუქტურაში, ვგულისხმობ ვასილ მაღლაფერიძის დაწინაურებას და კალაძეზე წინ […]

“ოცნებაში” ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში” – მამუკა გიორგაძე

"ოცნებაში" ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში" - მამუკა გიორგაძე

სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე “ახალ თაობასთან” ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლისა ბევრს არ სჯერა, თუმცა, “ოცნების” ამომრჩევლისათვის ის წასულია. თქვენ რას იტყვით? – ამ კუთხით არ გამოვრიცხავ მძაფრ მოვლენებს. ყველაფერს ნათელი მოეფინება ერთ-ორ თვეში. თუ ბიძინა ივანიშვილთან დაკონტაქტებას ეცდებიან “ქართული ოცნების” აქტიური წევრები და ის არ უპასუხებს “ოცნებიდან” წამოსულ ზარებს, […]

“გახარიას და ბიძინას შორის სერიოზული კონფლიქტია” – ლადო სადღობელაშვილი

"ივანიშვილს გახარია პრემიერად არ სჭირდება"

ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს: – ამ ფონზე რა ხდება “ქართულ ოცნებაში”? – გარკვეული ვადა მისცა ბიძინამ “ქართულ ოცნებას”. თუ ეს პარტია შეძლებს ამ ვადაში და ფეხზე წამოდგება, ისევ იტყვის, ჩემი პარტიააო, თუ საბოლოოდ ჩამოიშალა, მაშინ ახალ პარტიას შექმნის. დღეს ყველა ძალოვანი სამინისტრო ბიძინას […]

“ოცნებას” დავითგარეჯი საერთოდ არ ადარდებს” – თამარ ჩხეიძე

"ოცნებას" დავითგარეჯი საერთოდ არ ადარდებს" - თამარ ჩხეიძე

პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე თამარ ჩხეიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ დავითგარეჯი მთლიანად ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია: – სამწუხაროდ, საბჭოთა მემკვიდრეობის გამო ის სადავო გახდა, თუმცა მაინც ჩვენია. ამის იურიდიულად გასაფორმებლად საჭიროა მეგობრული და ეფექტიანი მუშაობა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან. ის, რაც ამ თემაზე ამ დღეებში მოვისმინე, დამთრგუნველია. საკითხმა წამოიწია მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს ამ […]

გია ხუხაშვილი – “ივერი მელაშვილი არც გმირია და არც მოღალატე”

გია ხუხაშვილი - 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ივერი მელაშვილის შესახებ ისაუბრა: – მელაშვილი არც გმირია და არც მოღალატე. მელაშვილი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც თავის სამუშაოს ასრულებდა და ალბათ შეცდომებსაც უშვებდა. ნუ მოვახდენთ მის იდეალიზებას. რაღაცა ეშლებოდა, რაღაცა – არა, მაგრამ სრულიად აშკარა ფაქტია, რომ მისი დაპატიმრება და მოღალატედ გამოცხადება ხელისუფლებას დასჭირდა წინასაარჩევნოდ, რათა ამომრჩევლის ფაქიზ გრძნობებზე […]

“ელისაშვილმა აბსოლუტურად მოიჭრა თავი, ტუალეტში რას ამბობდნენ, იმის გამოტანა დაიწყო” – გია ხუხაშვილი

ელისაშვილი - "ხელისუფლება ოპოზიციისკენ აშკარად ნაბიჯებს დგამს"

ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს უნდოდა შესვლა პარლამენტში და შევიდა, როგორც იქნა: – სამწუხაროდ, ისეთი ფოკუსები ჩაატარა, რომ აბსოლუტურად მოიჭრა თავი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ცუდად იქცეოდა და ეს არის პრობლემა. შესვლა დიდი ხანია, გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ რაღაც ტრიუკებს ატარებდა. რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, ჩემთვის გაუგებარია. – დესტრუქციულად […]

თაკო ჩარკვიანი – “სააკაშვილის დევნა უნდა შეწყდეს”

თაკო ჩარკვიანი _ "ოცნებიდან" 3 კვირის წინ სახლში მოგვაკითხეს... მათ სახელებსაც ვიტყვი"

თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი საქმის ძიება უნდა შეწყდეს: – ეს უნდა მოვითხოვოთ. ეს, უპირველეს ყოვლისა, მის პარტიას ეხება. მე მის ჩამოსვლაზე არ ვლაპარაკობ. ეს სხვა თემა და სხვა პროცედურაა. ჩამოყვანა და არჩევნებში მონაწილეობა რა ჩემი საქმეა. ეს ხალხის საქმეა. – თქვენ ეთანხმებით, რომ ის აქტიურად უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში? – […]