“ოცნებას” დავითგარეჯი საერთოდ არ ადარდებს” – თამარ ჩხეიძე

"ოცნებას" დავითგარეჯი საერთოდ არ ადარდებს" - თამარ ჩხეიძეპოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე თამარ ჩხეიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ დავითგარეჯი მთლიანად ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია:

– სამწუხაროდ, საბჭოთა მემკვიდრეობის გამო ის სადავო გახდა, თუმცა მაინც ჩვენია. ამის იურიდიულად გასაფორმებლად საჭიროა მეგობრული და ეფექტიანი მუშაობა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან.

ის, რაც ამ თემაზე ამ დღეებში მოვისმინე, დამთრგუნველია. საკითხმა წამოიწია მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს ამ საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ეს ხელისუფლება დავითგარეჯზე სულაც არ ზრუნავს. მას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის არჩევნების წინ დასჭირდა ამ ორი ადამიანის დაკავება. მათი გირაოთი გამოშვება კარგია.

– როგორ უნდა მოგვარდეს დავითგარეჯის პრობლემა?

– როგორც გითხარით, დავითგარეჯი ჩვენია, მაგრამ არსებობს პრობლემები, რომლებიც გადალახვადია. საქართველომ და მისმა მოკავშირე აზერბაიჯანმა ეს საკითხი მშვიდ ვითარებაში, ფრთხილად უნდა გადაწყვიტონ.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ერთი უგუნური და მოუზომელი ნაბიჯიც კი სარგებელს მოუტანს რუსეთს.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა