ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავება ხელისუფლებაში კლანებს შორის დაპირისპირების გამოხატულებაა. – ლევან, სულ საუბრობდით კორუფციაზე თბილისის მერიაში. ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე დააკავეს. რას იტყვით ამ ინციდენტზე? – ეს კლანებს შორის დაპირისპირება უფროა, ვიდრე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. წვრილფეხა კორუმპირებულების დაკავება სიტუაციას ვერ შეცვლის. მსხვილფეხა კორუმპირებულებს უნდა მიხედონ, კალაძეს, […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
“ოპოზიციის რეიტინგის ასეთ კატასტროფულ ვარდნას არ ველოდი” – ვახტანგ ძაბირაძე
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქუჩის პოლიტიკის წარმართვა რთული საქმეა და ის ბევრი კომპონენტისგან შედგება: – ოპოზიცია შეცდომას შეცდომაზე უშვებს და 30 წელია, ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. 2008 წლის მოვლენები გაიხსენონ. როგორ დასრულდა მაშინ ის ყველაფერი, ხომ კარგად ახსოვთ?! დიდი სისულელე ქნა ოპოზიციამ 2008 წელს, როდესაც პარლამენტში არ შევიდა. დღესაც იმავეს იმეორებს. […]
“ნაცმოძრაობა მომხრეებს კარგავს და ის მალე 2%-იანი გახდება” – რამაზ საყვარელიძე
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი სარეკორდოდ დაბალ ნიშნულზეა: – 5%-ზე არასდროს არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ მთელი ორომტრიალი, ბოიკოტი, რომელსაც ის ქმნის, მისთვის წამგებიანია. არ მუშაობს. – ერთგული ამომრჩეველიც განუდგა? – როგორც ჩანს, განუდგა. რაიმე ვალდებულებით ხომ არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობას მიმაგრებულები. პარტია ნელ-ნელა ამომრჩეველს კარგავს. შემდეგი ბოიკოტი და […]
იაგო ხვიჩია – “საქართველოს ყველა მოქალაქეს იარაღის ტარების უფლება უნდა ჰქონდეს”
“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მათი პარტიის ერთ-ერთი პოლიტიკური პროექტია იარაღის ტარების ლეგალიზაცია: – ჩვენი აზრით, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. – რატომ უნდა ჰქონდეს? ეს უფრო არ გაზრდის კრიმინალს? – ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და აგერ არიან რუსები, რომლებიც შემოდიან და ჩაგრავენ ჩვენ მოქალაქეებს. ამ […]
“კობახიძის ჯგუფმა კალაძის გუნდს დაარტყა”
“მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ სისხლშია გასვრილი. ამიტომაა, რომ ამომრჩეველმა არ მისცა ხმა გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას. – ულიდეროდ დარჩენილ „ქართულ ოცნებაზე“ რას იტყვით? ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას პარტიის შიგნით გააქტიურებულ კლანურ გარჩევებს უკავშირებენ. – დიახ, ხელისუფლებაში კლანური დაპირისპირებაა. კალაძეს სხვებმა უკვე დაარტყეს. თვითონ […]
იაგი ხვიჩია – “თაკო ჩარკვიანს ჩემ წინააღმდეგ იყენებენ”
“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თაკი ჩარკვიანის მიერ მასზე გამოთქმულ შეხედულებაზე საუბრობს. – თაკო ჩარკვიანმა ჩვენთან ინტერვიუში თქვენზე ისაუბრა და 40.000-მდე ადამიანი ჯარიდან როცა გაათავისუფლეთ, ამას ის აფასებს არასახელმწიფოებრივ ქმედებად და კითხვები აქვს რუსეთთან კავშირზეც. რამდენად სწორია ჯარიდან გათავისუფლება, როცა ქვეყანა ოკუპირებულია? – ჩემი აზრით, სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანი სხვა პოლიტიკოსების მიერ არის გამოყენებული […]
“ივანიშვილის წასვლის შემდეგ “ოცნებამ” გამშველებელი დაკარგა” – გიგლა ბარამიძე
პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – თბილისის ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს კალაძის გუნდისთვის დარტყმის მიყენებად აფასებენ. – ხელისუფლების შიგნით დაპირისპირება მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ. მისი წასვლით “ქართულ ოცნებაში” დაკარგეს ლიდერი, დავების მომგვარებელი და გამშველებელი. თავიდან ისინი დაიბნენ. დაბნეულობის სტადიას, როგორც მოსალოდნელი იყო, მოჰყვა დაპირისპირება. მთავარია, ზიანი არ […]
“ოპოზიციას არც ხალხის მხარდაჭერა აქვს და არც – დასავლეთის” – მამუკა გამყრელიძე
მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ შეიძლება ბულინგის ენით ელაპარაკო შენს პარტნიორს. არც თავზე ნაგვის ჩამოყრა შეიძლება: – ან ალეკო ელისაშვილს როგორ ელაპარაკებიან, ელისაშვილს ჰყავს თავისი ამომრჩეველი და უნდა, შევა პარლამენტში და უნდა, არ შევა. რას ამადლი, რა გინდა?! ყველამ თავის გზა აირჩია. შენ არ გექნება უფლება, ოპოზიციონერის სახელი ატაროო. ეგენი არიგებენ ოპოზიციურ […]
“ჯობია, ხელი დაარტყა, ვიდრე თავზე ნაგავი დააყარო“ – რომან გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბათუმში ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრა სამარცხვინო საქციელია: – ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი. საკმაოდ სამწუხარო ინციდენტი მოხდა. ოპოზიციის მთავარი კოზირი დღეს არის მისი მორალური უპირატესობა. იცის ხალხმა, რომ ოპოზიციაა მართალი. ხალხმა იცის, […]
“ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ოპოზიცია სუსტია და იმიტომაც წავიდა” – ხათუნა ლაგაზიძე
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილის აზრით, ქართული ოპოზიცია დღეს ვერ არის იმდენად ძლიერი, რომ მის მიერ დატოვებულ ბიჭებს რამე დააკლოს. ამის გამოც გავიდა ივანიშვილი გვერდზე. – ის ფაქტი რაზე მეტყველებს, რომ ივანიშვილმა მემკვიდრედ დატოვა კობახიძე და არა, ვთქვათ, კალაძე ან გახარია? – კობახიძეზე არ ვაპირებ საუბარს, რადგანაც ის არასერიოზული ფიგურაა. “ოცნებას” […]