მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ შეიძლება ბულინგის ენით ელაპარაკო შენს პარტნიორს. არც თავზე ნაგვის ჩამოყრა შეიძლება: – ან ალეკო ელისაშვილს როგორ ელაპარაკებიან, ელისაშვილს ჰყავს თავისი ამომრჩეველი და უნდა, შევა პარლამენტში და უნდა, არ შევა. რას ამადლი, რა გინდა?! ყველამ თავის გზა აირჩია. შენ არ გექნება უფლება, ოპოზიციონერის სახელი ატაროო. ეგენი არიგებენ ოპოზიციურ […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
“ჯობია, ხელი დაარტყა, ვიდრე თავზე ნაგავი დააყარო“ – რომან გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ბათუმში ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრა სამარცხვინო საქციელია: – ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი. საკმაოდ სამწუხარო ინციდენტი მოხდა. ოპოზიციის მთავარი კოზირი დღეს არის მისი მორალური უპირატესობა. იცის ხალხმა, რომ ოპოზიციაა მართალი. ხალხმა იცის, […]
“ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ოპოზიცია სუსტია და იმიტომაც წავიდა” – ხათუნა ლაგაზიძე
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილის აზრით, ქართული ოპოზიცია დღეს ვერ არის იმდენად ძლიერი, რომ მის მიერ დატოვებულ ბიჭებს რამე დააკლოს. ამის გამოც გავიდა ივანიშვილი გვერდზე. – ის ფაქტი რაზე მეტყველებს, რომ ივანიშვილმა მემკვიდრედ დატოვა კობახიძე და არა, ვთქვათ, კალაძე ან გახარია? – კობახიძეზე არ ვაპირებ საუბარს, რადგანაც ის არასერიოზული ფიგურაა. “ოცნებას” […]
“სააკაშვილი ისევ რუსულ საქმეს აკეთებს” – ანზორ აბრალავა
ყოფილი დეპუტატი ანზორ აბრალავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ახლანდელი ოპოზიციის ამოცანაა, შეაფერხოს საქართველოს სვლა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ: – ამ ვაი-ოპოზიციას ხალხის მდგომარეობა არ ადარდებს. ეს დესტრუქციული ძალები ეფარებიან პატრიოტულ რიტორიკას და ანგრევენ ქვეყანას. ხელისუფლება მათ რევანშისტულ მოქმედებებს მკაფიო სახელს არ არქმევს. – “ქართული ოცნების” ახლად არჩეულმა აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ რევოლუციურ ავანგარდში […]
“ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს არ ენდობა” – თორნიკე შარაშენიძე
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი გარკვეული პერიოდი საფრანგეთში ცხოვრებას აპირებს და რომ ვითარების გასაცნობად მან პარიზში სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამ ვერსიას აბსურდულს უწოდებს: – როგორ შეიძლება ივანიშვილისნაირი ადამიანი ასეთ ფაქიზ და დელიკატურ თემაში მიენდოს სალომე ზურაბიშვილისნაირ ადამიანს. ივანიშვილი არის ძალიან ფრთხილი, ყოველთვის იცის, რას აკეთებს. ხოლო სალომე […]
“ელისაშვილი სასარგებლო იდიოტია” – სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ელისაშვილი პოლიტიკოსი არ არის: – შეიძლება პოლიტიკოსი არ იყო, მაგრამ პოლიტიკური ალღო გქონდეს. დღეს ელისაშვილი სასარგებლო იდიოტის როლშია. ნუ ეწყინება, მაგრამ ასეა. ორი კაცი შევა თუ არ შევა პარლამენტში, ეს არაფერს ცვლის, მაგრამ შეიძლება ამან ცუდი სამსახური გაუწიოს ოპოზიციას. იმაზე ფიქრი, რომ დღეს ელისაშვილს ან “გირჩს” შეუძლია […]
“გახარიას პენსიაზე გაუშვებენ და ნაციონალებს გადააბარებენ ხელისუფლებას” – ლევან ჩაჩუა
“ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას დიდი პრობლემები აქვს: – ყველაზე საცოდავად “ოცნებაში” გამოიყურება პრემიერი გახარია. მას გუნდიც კი არ ჰყავს, სამ-ოთხ კაცს თუ არ ჩავთვლით. არადა, რეიტინგით გიორგი გახარია სხვებს უსწრებს. გახარიას მძიმე დროს უხდება პრემიერობა. მას, ალბათ, კიდევ ამუშავებენ, რამდენიმე თვეში კი პოლიტიკურ პენსიაზე გაუშვებენ. ღმერთმა უწყის, ვისით ჩაანაცვლებენ. […]
„მაღლაფერიძის დანიშვნით კობახიძემ კალაძე ჩააჩოჩა” – დავით ჭიჭინაძე
პარტია “ტრიბუნას”ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ვასილ მაღლაფერიძე არის „ქართული ოცნების“ იდეოლოგიის ნაწილი: – მოგეხსენებათ, რომ ის ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ მაუწყებელსაც და წარმატებული ტელევიზია უნდა შეექმნა. უზარმაზარი თანხები იყო გამოყოფილი და მას მიეცა სხვადასხვა მექანიზმი, რომ მონოპოლია შეექმნა სარეკლამო ბაზარზე და ჩაეძირათ პატარა ტელეკომპანიები, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს აღარ არის ტელევიზიის ხელმძღვანელი, პროექტიც […]
“კალაძე გაზაფხულზე “ოცნებამ” შეიძლება დროებით პრემიერად დანიშნოს” – ლევან ალაფიშვილი
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “კავკასუსში” მომხდარი ფაქტები შეიძლება კალაძის პოლიტიკურ განეიტრალებასთანაც იყოს კავშირში. – კალაძემ შეიძლება დასაყრდენი იპოვოს ოპოზიციაში? – კალაძეს აქვს ოპოზიციასთან კავშირები, ყოველთვის ჰქონდა, თუმცა, მე მაინც არა მგონია, რომ მხოლოდ ამის იმედად იყოს და ეს ნაბიჯი ისე გადადგას. თუკი ეს სცენარი პოლიტიკურად განხორციელდება, მაშინ, არ არის გამორიცხული, მან […]
“მერაბიშვილს ივანიშვილის ბიზნესცენტრის დარბევა უნდოდა” – პეტრე მამრაძე
ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დროული იყო იმ მხრივ, რომ მას არ სიამოვნებს პოლიტიკაში ყოფნა: – როცა ადამიანს ძალიან არ სიამოვნებს, რომ არის საჯარო სივრცეში, მით უმეტეს (მას შევხვედრივარ და ვიცი მისი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი) არავითარ შემთხვევაში არ გაეკარებოდა, რომ არ დაენახა, სხვა გზა არ იყო, მისი ხალხი იღუპებოდა. […]









