ყველა მიმართულებით რეიტინგშეზანზარებული “ოცნება” კატასავით ზურგზე არ ეცემა და შემდეგი არჩევნების მოგებასაც გეგმავს. ეტყობა მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ როგორც მადრიდის “რეალმა” მოიგო ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, თავადაც ეგრე მოაგებინოს “ოცნებას” არჩევნები. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე ზედიზედ სამჯერ არჩევნები არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია. შევარდნაძეც და სააკაშვილიც ორი წრის შემდეგ წავიდნენ. ივანიშვილს კი წასვლა აღარ უნდა. […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
გიორგი კახიანი – “მთაწმინდაზე მეორე ტურში მეტი მუშაობა დაგვჭირდება”
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო გიორგი, რატომ გახდა საჭირო მთაწმინდის არჩევნებზე მეორე ტური, თქვენ რით ხსნით ამას? – მე ვფიქრობ, რომ ეს განპირობებული იყო ამომრჩევლის პასიურობით. როგორც ჩანს, შუალედური საპარლამენტო არჩევნების მიმართ მთაწმინდელების ინტერესი ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მუნიციპალიტეტებში მერის […]
ხათუნა ლაგაზიძე – „ოპოზიცია საკუთარ პანაშვიდზე იმყოფება“
19 მაისს საქართველოს რამდენიმე რეგიონში მერებისა და საკრებულოს წევრების შუალედური არჩევნები გაიმართა, ყველგან მმართველმა გუნდმა გაიმარჯვა. შუალედური არჩევნები გაიმართა თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქშიც პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ოპოზიციური კანდიდატი შალვა შავგულიძე მეორე ტურში გავიდა. რა სურათი გამოიკვეთა ამ არჩევნებით, რამდენად არის რევოლუციური განწყობა ქვეყანაში და რას უნდა ველოდოთ 2020 […]
გიგლა ბარამიძე – “რა ფულით ჩაიყვანეს ზუგდიდში ნაციონალებმა 5.000 დამკვირვებელი?”
საიდან აქვს ყოფილ ხელისუფლებას ფული, რა თამაშს თამაშობენ “ოცნება” და ნაციონალები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი, “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. გიგლა ბარამიძე: – არაერთხელ მითქვამს, რომ “ოცნებას” და ნაციონალებს ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებათ – ერთმანეთს აცოცხლებენ. ერთად რომ არ იყვნენ, ზუგდიდში სანდრა რულოვსი 42%-ს ვერანაირად ვერ აიღებდა. მივმართავ ხელისუფლებას, […]
გიორგი ახვლედიანი – “თბილისელების 70% ამბობს, რომ არც ქოცი უნდა და არც ნაცი”
“ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ახვლედიანი პასუხობს. – გიორგი, როგორ აფასებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებულ სიტუაციას? – ის, რაც ხდებოდა ზუგდიდში, “ქართული ოცნების” და ნაციონალური მოძრაობის ინტერესში შედიოდა. მათ ყველაფერი გააკეთეს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვისთვის და ყველანაირად უწყობდნენ ხელს, რომ პროცესი გადასულიყო ასეთ დაპირისპირებაში, ყოველდღიურ ცემა-ტყეპაში, ყოველდღიურ კონფროტაციაში. – რისთვის იყო ეს საჭირო? – ნაციონალური მოძრაობისათვის ეს […]
გიორგი კეპულაძე – „ოცნების“ პირობებში 100 დოლარი 110 ლარით გაძვირდა“
”ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ლარის კურსი ყოველწლიურად რომ უფასურდება, ამას უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას შემოდგომიდან იწყებდა ხოლმე, ხოლო გაზაფხულიდან მყარდებოდა. ასეთი იყო გასული წლების სტატისტიკური მაჩვენებელი, თუმცა ესეც შეიცვალა და ბოლო პერიოდში ლარის კურსი მკვეთრად გაუარესდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ყიდვა თითქმის უკვე 2.8-ს აღწევს. რა გახდა ლარის გაუფასურების მიზეზი, ვისი პასუხისმგებლობაა არასწორი […]
კორნელი კაკაჩია – „სააკაშვილის რევოლუციური გზავნილები საპირისპირო ეფექტს იძლევა“
გაერთიანებული ოპოზიცია შუალედური არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს და მისი ნაწილი რევოლუციურ სულისკვეთებაზე საუბრობს. გეგმავენ რეგიონების შემოვლას და საზოგადოების რევოლუციურად დამუხტვას. რევოლუციურ განწყობაზე საუბრობს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც მხარდამჭერებს ამის აუცილებლობაში ტელეეთერისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით არწმუნებს. არის თუ არა ქვეყანაში რევოლუციური განწყობა და რამ შეიძლება ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს? – ამ და სხვა საკითხებზე „ახალ […]
დავით ბერძენიშვილი – “როგორც კი წააგებს, პარტია “ქართული ოცნება” დაინგრევა”
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ახალ თაობასთან ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, როგორ შეაფასებთ გავლილ არჩევნებს? მთაწმინდაზე მეორე ტური გახდა საჭირო. ეს რა სურათს გვაძლევს? – მთაწმინდაზე მეორე ტურის ალბათობა ძალიან მაღალი იყო. ეს იყო პროგნოზირებადი. ასევე გასაგები იყო, რომ ერთმანეთს ხელისუფლებისა და წამყვანი ოპოზიციის კანდიდატი დაუპირისპირდებოდნენ. მთაწმინდაზე მეორე ტურმა დაადასტურა, […]
მირიან მირიანაშვილი – “ამერიკელები ვერ მოსთხოვენ ივანიშვილს, რომ ხელისუფლება “ევროპულ საქართველოს” გადააბაროს”
ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს. – აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ ივანიშვილს აიძულებს, გადასცეს ძალაუფლება ბოკერიას “ევროპულ საქართველოს”. – ეს არის აბსურდი, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება. რუსული პოლიტტექნოლოგიები მოიცავს კამუფლაჟის მეთოდებს. იმისათვის, რომ თავიანთი გეგმები თვალშისაცემი არ იყოს, რუსები ზღაპრებს თხზავენ და აქაურ კრეატურას ავრცელებინებენ. “ევროპული საქართველო”-ს […]
“კალაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ არც ინტელექტი ეყოფა და არც ფული”
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, ენდიაის კვლევით, პოლიტიკოსთა რეინტინგში პირველ ადგილს კახა კალაძე და დავით სერგეენკო იკავებენ. თქვენ რითი ხსნით მათ ლიდერობას? – კახა კალაძე “ქართული ოცნების” გენერალური მდივანია, თბილისის მერია. თბილისში ყველაზე მეტი ამომრჩეველია. შესაბამისად, ცნობადობაც მაღალი აქვს. ადამიანებთან […]










