შაქრიანი დიაბეტი ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მომატებით. არსებობს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს საერთო ნიშან-თვისება – შაქრის დონის მომატება სისხლში – ახასიათებს, ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადებაა. რა იწვევს ამ დაავადებების განვითარებას, როგორ ვებრძოლოთ დიაბეტს და რა სახის მკურნალობაა მოწოდებული? […]
კატეგორია: მედიცინა
როგორ ამოვიცნოთ ომიკრონით ინფიცირება ბავშვებში
„მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, უვითარდებათ თუ არა ბავშვებს “უჩვეულო გამონაყარი”, რადგან ეს არის ნიშანი, რომ მათ აქვთ ომიკრონ კოვიდი” – ეს განცხადება დოქტორმა დევიდ ლოიდმა Sky News-თან საუბარში გააკეთა. გამოცემის ცნობით, შესაძლოა მოკლე დროში ომიკრონმა დელტა შტამი ჩაანაცვლოს. “ახალი შტამის სხვა სიმპტომები მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფებში მოიცავს დაღლილობას, თავის ტკივილს და მადის დაკარგვას. ბავშვების დაახლოებით 15%-ს, რომლებსაც ომიკრონი დაუდასტურდათ, განუვითარდათ […]
გიორგი ფხაკაძე – “ვერ არის საქმე კარგად…”
გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქში დაწერა: “ვერ არის საქმე კარგად გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 – ოფიციალური სახელი ალბათ ამ დღეებში ექნება სავარაუდო სახელით “ნუ” Nu. სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს რომელიც შესაძლოა დელტაზე 30 ჯერ უფრო ძლიერი იყოს. ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია ეს ვარიანტი უკვე გაცთა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა მეზობელ ბოტსვანაში და შორეულ […]
15 მარტიდან „ფაიზერის“ ვაქცინაციის შემდგომი გართულების 892, „სინოვაკისას“ – 135, „სინოფარმის“ – 309 და „ასტრაზენეკას“ 363 შემთხვევა დაფიქსირდა
კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამურად ჩატარებული 1 802 612 აცრიდან იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების (იშგამი) 1699 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ლეტალური გამოსავალი 6 შემთხვევაში დადგა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 15 მარტიდან 1-ელი ოქტომბრის შუალედში „ფაიზერის“ ვაქცინაციისას 892 შემდგომი გართულებაა დაფიქსირებული, „სინოვაკისას“ 135, „სინოფარმისას“ 309 […]
ფაიზერმა კოვიდ 19-ის სამკურნალო წამალი შექმნა – პაქსლოვიდი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 90%-ით ამცირებს
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“ აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო ექსპერიმენტული ანტივირუსული აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს. მედიის ინფორმაციით, „ფაიზერმა“ 775 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, იმ პაციენტებში, რომლებიც კომპანიის პრეპარატს სხვა ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად კოვიდ 19-ის სიმპტომების გამოვლენიდან მცირე დროის შემდეგ ღებულობდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი […]
“პროცედურიდან 2 საათში ჩემი ჯოჯოხეთი დაიწყო” – რა პრობლემებს ქმნის ფილერის გაკეთება
ბუნებრივი შემავსებელი და სხვადასხვა სახის ინექციები შესაძლოა სახიფთო აღმოჩნდეს და მომხმარებელი სილამაზის მსხვეპლიც კი გახდეს. “რუსთავი 2-თან” ექიმი თეა კვიციანი შესაძლო გართულებებზე და იმ საჭირო ინფორმაციებზე საუბრობს, რაც პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს. “ინექციური პროცედურა უნდა ჩაატაროს კვალიფიციურმა ექიმ-კოსმეტოლოგმა, რაც მოიაზრებს ანატომიის ცოდნას ასეპტიკას, ანტისეპტიკას. ამით შეიძლება შემცირდეს რისკები, რომ არასწორად არ გაკეთდეს ინექციები და შესაბამისად არ წავიდეს […]
რუსეთში 42 წლის ქალმა კოვიდ-19 სპეციალურად დაიმართა
42 წლის ქალი რუსეთიდან კოვიდ-19-ით სპეციალურად დაავადდა იმ იმედით, რომ იმუნიტეტს გამოიმუშავებდა და მერე მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას. სამწუხაროდ, კორონავირუსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაპროგნოზირებადი დაავადებაა და ეს შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ქალმა ინტერნეტში წაიკითხა, რომ თუ კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტისგან დაინფიცირდებოდა, თავადაც მარტივად გადაიტანდა ვირუსს. სწორედ ამიტომ, მთელი ოჯახი წაიყვანა იმ მეგობართან, რომელსაც […]
გიორგი ფხაკაძე – “ქვეყანა მხოლოდ ფაიზერით უნდა აიცრას! სკოლები დისტანციურზე უნდა გადავიდნენ”
4.774 ინფიცირებული და 37 გარდაცვლილი – ქვეყანაში კორონავირუსმა ახალი ძალებით იფეთქა. შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სკოლები და უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე სწავლებაზე. “იქნებ მივხდეთ, რომ ვერ არის საქმე კარგად ქვეყანაში … საბავშვო ბაღები, ალბათ, დასაკეტია (სამწუხაროდ, სხვა გზას ვერ […]
“40 წელს გადაცილებულ ქართველ ქალებს ორგაზმის მიღწევა უჭირთ” – ზურაბ მარშანია
სექსოლოგ ზურაბ მარშანიას თქმით, ქალებში, რომლებსაც აქვთ სექსუალური ცხოვრება დაწყებული და არიან 40 წელს გადაცილებულები, ყველაზე ხშირი პრობლემა ორგაზმის მიუღწევლობაა, ან სექსის დროს სიამოვნების ვერმიღება. სექსის დროს კი სიამოვნება როგორც კაცმა, ასევე, ქალმა უნდა მიიღოს. „ზოგადად საქართველოში ქალები, მამაკაცებისგან განსხვავებით, ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სექსუალურ განათლებას. ქალებში, რომლებსაც აქვთ სექსუალური ცხოვრება დაწყებული და არიან 40 წელს გადაცილებულები, […]
როგორ მოვირჩინოთ მშრალი ხველა – გიორგი ღოღობერიძის 3 რჩევა
ექიმი, ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე სოციალური ქსელის გამომწერებსა და მაყურებლებს ასწავლის რამდენიმე ხერხს, თუ როგორ უნდა დაძლიონ კოვიდის დროს ან შემდგომ დარჩენილი მშრალი ხველის პრობლემა. “კოვიდის შემდეგ ბევრ ადამიანს წუხებს მშრალი ხველის პრობლემა, ზოგს კოვიდის დროსაც აქვს ეს სიმპტომი. თუ ხველა კოვიდის დროს დაგეწყოთ და ერთი თვე არ აგილაგდა, იმის ალბათობა, რომ ეს 6-9 თვე გაგრძელდეს, […]