“პროცედურიდან 2 საათში ჩემი ჯოჯოხეთი დაიწყო” – რა პრობლემებს ქმნის ფილერის გაკეთება

"პროცედურიდან 2 საათში ჩემი ჯოჯოხეთი დაიწყო" - რა პრობლემებს ქმნის ფილერის გაკეთებაბუნებრივი შემავსებელი და სხვადასხვა სახის ინექციები შესაძლოა სახიფთო აღმოჩნდეს და მომხმარებელი სილამაზის მსხვეპლიც კი გახდეს.

“რუსთავი 2-თან” ექიმი თეა კვიციანი შესაძლო გართულებებზე და იმ საჭირო ინფორმაციებზე საუბრობს, რაც პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს.

“ინექციური პროცედურა უნდა ჩაატაროს კვალიფიციურმა ექიმ-კოსმეტოლოგმა, რაც მოიაზრებს ანატომიის ცოდნას ასეპტიკას, ანტისეპტიკას. ამით შეიძლება შემცირდეს რისკები, რომ არასწორად არ გაკეთდეს ინექციები და შესაბამისად არ წავიდეს გართულებები,”- აცხადებს ექიმი თეა კვიციანი.

არასწორად გაკეთებულ ინექციებს უამრავი მსხვერპლი ჰყავს საქართველოში, რომლებიც ექიმებს და კოსმეტოლოგიურ კაბინეტებს უჩივიან.

ერთ-ერთი მათგანი “რუსთავი 2-თან” საუბრის დროს ყვება, რა გართულებები ჰქონდა ტუჩის ბუნებრივი შემავსებლის გაკეთების შემდეგ.

“ერთ-ერთ სალონში გავიკეთე ტუჩის მოცულობის გაზრდის პროცედურა, აქედან დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი. გაკეთებიდან ორ საათში დაიწყო ტუჩმა დასიება, ვიფიქრე, რომ ალერგიული რეაქცია მქონდა და მივიღე მედიკამენტები, თუმცა არ დამიცხრა.

შემდეგ მივმართე იმ კოსმეტოლოგს, რომელმაც გამიკეთა პროცედურა და შემომთავაზა მეორე დღეს კონსულტაციაზე მივსულიყავი. მექანიკური მასაჟებით ცდილობდა ე.წ ბურთების დაშლას და მითხრა, რომ დანარჩენს ტუჩი გაიწოვდა, თუმცა 6 თვეა ვერ ვშველი დასიებულ ტუჩს. მქონდა ტკივილები, წვა და ქავილი. ახლა დავდივარ ერთ-ერთ კლინიკაში დაშლაზე, ვაპირებ, რომ სალონს ვუჩივლო,” – აცხადებს დაზარალებული.

რუსთავი 2