როგორ ამოვიცნოთ ომიკრონით ინფიცირება ბავშვებში

როგორ ამოვიცნოთ ომიკრონით ინფიცირება ბავშვებში„მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, უვითარდებათ თუ არა ბავშვებს “უჩვეულო გამონაყარი”, რადგან ეს არის ნიშანი, რომ მათ აქვთ ომიკრონ კოვიდი” – ეს განცხადება დოქტორმა დევიდ ლოიდმა Sky News-თან საუბარში გააკეთა.

გამოცემის ცნობით, შესაძლოა მოკლე დროში ომიკრონმა დელტა შტამი ჩაანაცვლოს.

“ახალი შტამის სხვა სიმპტომები მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფებში მოიცავს დაღლილობას, თავის ტკივილს და მადის დაკარგვას.

ბავშვების დაახლოებით 15%-ს, რომლებსაც ომიკრონი დაუდასტურდათ, განუვითარდათ გამონაყარი.

ექიმის თქმით, ომიკრონის ადრეული შემთხვევები წინა შტამებისგან ოდნავ განსხვავებული სიმპტომებით ვლინდება.

“ყოველთვის გვყავდა კოვიდით დაავადებული პაციენტების მცირე ჯგუფი, რომლებსაც უჩნდებათ გამონაყარი, მაგრამ ბავშვების 15%-ში ეს დადასტურდა.

ასე რომ, ვიწყებთ ვირუსის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას და ხასიათის შესწავლას.

“მონაცემები ვარაუდობს, რომ ეს შტამი ძალიან სწრაფად, გაორმაგებულად ვრცელდება დიდი რაოდენობით ადამიანების შეკრებებში.

თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს შტამი არ არის ისეთივე მომაკვდინებელი, როგორც დელტად ვარიანტი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მასთან გამკლავება.

ძირითადი სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

მაღალი ტემპერატურა, ხშირი ხველა – ხველის სამ ან მეტ  ეპიზოდს 24 საათში,

ყნოსვის და/ან გემოს შეგრძნების დაკარგვა ან შეცვლა, უჩვეულო გამონაყარი.

დოქტორმა ჯეფრი ბარეტმა, კოვიდ-19-ის გენომიკის ინიციატივის დირექტორმა Welcome Sanger Institute-ში, განაცხადა, რომ შესაძლოა, ომიკრონმა დელტა შტამის ჩანაცვლება მოახდინოს, როგორც კოროვირუსის დომინანტურმა ვარიანტმა და ეს რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდეს.” – წერს გამოცემა.