სოციალური ქსელების მომხმარებლების თქმით, Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ Down Detector-ი წერს, რომელიც პოპულარული ვებგვერდების მუშაობის მონიტორინგს ახორციელებს. მომხმარებლების უმრავლესობა აცხადებს, რომ Facebook-ზე ავტორიზაცია გართულებულია, ასევე შეფერხებულია პოსტების,კომენტარების და ფოტოების გამოქვეყნება. შეფერხებებია აშშ-ში, ევროპასა და აზიაში. Facebook-ს განარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. Facebook-მა Instagram-ი 2017 წლის აპრილში მილიარდ დოლარად შეიძინა.
კატეგორია: მოზაიკა
დედამიწას გიგანტური ასტეროიდი AJ129 უახლოვდება
NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას გიგანტური ასტეროიდი AJ129 უახლოვდება, რომელიც მას 4 თებერვალს ჩაუვლის. ის ყველაზე დიდი ციური სხეულია, რომელიც წელს დედამიწას ჩაუფრენს – მისი ზომა 1,7 კილომეტრია, ხოლო სიჩქარე წამში 34 კილომეტრია, რაც 15-ჯერ მეტია, ვიდრე ყველაზე სწრაფი თვითმფრინავის სიჩქარე. NASA-ს სპეციალისტების განცხადებით, ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა არ არსებობს და საშიში არაფერია. ნიუპოსტი
ბრაიან მესი სიკვდილს წყალში ჩახტომამ გადაარჩინა – ვიდეო
ამერიკელი პოლიციელი ბრაიან მესი სასწაულით გადაურჩა დაღუპვას. ის თავის ნავზე მეგობრებთან ერთად თევზაობდა, როდესაც დაინახეს კატერი, რომელიც მათ ნავს მთელი სისწრაფით უახლოვდებოდა. შეჯახება გარდაუვალი იყო და მეთევზეებმა ბოლო წამს წყალში გადახტომა მოასწრეს. პოლიციელმა მუხლები, ტერფები და ხელები დაიზიანა, მისმა მეგობრებმა კი სხვადასხვა სახის ჭრილობები მიიღეს.
პატარა გენიოსი დიდი ბურთით – ვიდეო
ფლორიდაში აუქციონზე ერთცენტიანი მონეტა $750 ათასად გაიყიდა
1879 წლის ოქროს მონეტა, რომელიც გაშლილთმიანი სტელას სახელით არის ცნობილი „გაერთიანებული ნუმიზმატების“ ყოველწლიურ კონფერენციაზე 750 ათას დოლარადგაიყიდა. “ასეთი მონეტების ჭედურობა აშშ-ის მთავრობის ექსპერიმენტი იყო. ისინი თვლიდნენ მასზედ, რომ ეს მონეტები ანგარიშგების საერთაშორისო საშუალებად გადაიქცეოდა. თუმცა, საბოლოოდ მონეტების გამოშვება, რომელთა შემადგენლობაში 6 გრამი ოქრო, 0,3 გრამი ვერცხლი და 0,7 გრამი ფოლადი იყო, შეწყდა“, – განაცხადა Heritage Auction-ის ექსპერტ […]
ტაილანდელს საკუთარი კრემაცია გამორჩა
ბანგკოკელი საკორნ საჩივა სახლში მისი თითქოსდა კრემაციიდან შვიდი თვის შემდეგ დაბრუნდა. ტაილანდელი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მოგვიანებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითქოსდა მის ცხედარს ბანგკოკში მის მიერ იჯარით დაქირავებულ ერთ-ერთ ბინაში მიაგნეს. ცხედარი კრემაციაზე გააგზავნეს, ხოლო მის ოჯახს გადასცეს მისი გარდაცვალების მოწმობა. შვიდი თვის შემდეგ კი საჩივა სახლში დაბრუნდა, რითიც თავისი ნათესავები შოკში ჩააგდო. საჩივას ნახევარძმამ ეჭვი […]
მოჩხუბარი კენგურუები ავსტრალიელის მუქარამ გააშველა – ”გაჩერდით, თორემ თქვენს მშობლებს ვეტყვი!”
ავსტრალიელი მოჩხუბარ კენგურუებს თავს წაადგა და დაემუქრათ, რომ ამ ამბავს მათ მშობლებს აცნობებდა. ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო იუთუბიზე იქნა განთავსებული. ვიდეორგოლში კადრს მიღმა მყოფი მამაკაცი ჯერ ფიქრობს, რომ ცხოველებმა გადაწყვიტეს ერთმანეთს ჩაეხუტონ, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ისინი ჩხუბობდნენ. თავდაპირველად ის ხუმრობით ახმოვანებს კენგურუების აზრებს, რომლებიც თითქოსდა ქალისთვის ჩხუბობდნენ. შემდეგ მან გადაწყვიტა ჩხუბი შეეჩერებინა. ცხოველებს მიუახლოვდა […]
27 წლის ამერიკელი ქალი Facebook Live-ს დროს დაჭრეს – ვიდეო
27 წლის ამერიკელი ქალი Facebook Live-ს დროს დაჭრეს. შემთხვევა ჩიკაგოში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Chicago Tribune-ი ავრცელებს. როგორც პოლიცია ამბობს, ქალი სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ლაპარაკობდა, როდესაც სხვა ქალთან კონფლიქტი მოუვიდა, რომელიც იქვე ახლოს ავტომობილში იჯდა. ავტომანქანაში მყოფმა კი ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მკლავში დაჭრა. როგორც აღმოჩნდა ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. სროლის მომენტი კადრში არ მოხვდა, თუმცა პოლიციამ ვიდეო […]
დანიაში მილიონ ევროდ შეფასებული არყის ბოთლი მოიპარეს
კოპენჰაგენში ყველაზე ძვირადღირებული არყის ბოთლი მოიპარეს, რომელიც, მისი მფლობელის თქმით, რუსეთიდან იყო ჩატანილი. ქურდობა ბარ “Café 33”-ში მოხდა, სადაც არყების კოლექცია იყო გამოფენილი. არაყი 1,1 მილიონ ევროდ იყო შეფასებული. კოლექციის მფლობელმა ბრაიან ემბერგმა შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და სავარაუდო ეჭვმიტანილის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. მისივე თქმით, მან აღნიშნული არაყი რუსეთიდან ნახევარი წლის […]
2018 წელს აფრენილი თვითმფრინავი 2017 წელს დაეშვა
ავიარეისი, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 2017 წელს დასრულდა. დაუჯერებელი ფაქტის ამსახველი ფოტო მგზავრმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა. Hawaiian Airlines -ის თვითმფრინავი 31 დეკემბერს ადგილობრივი დროით11:55 ოკლენდიდან ჰონოლულუს მიმართულებით ასრულებდა რეისს. თუმცა, მოულოდნელი 10-წუთიანი ლოდინის გამო რეისი ღამის 12:05-ზე შესრულდა.საერთაშორისო დროის მიხედვით, ჰონოლულუსა და ოკლენდს შორის 23 საათიანი სხვაობაა. რაც ნიშნავს იმას, რომ 8 საათიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი […]