ტაილანდელს საკუთარი კრემაცია გამორჩა

ტაილანდელს საკუთარი კრემაცია გამორჩაბანგკოკელი საკორნ საჩივა სახლში მისი თითქოსდა კრემაციიდან შვიდი თვის შემდეგ დაბრუნდა.
ტაილანდელი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მოგვიანებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითქოსდა მის ცხედარს ბანგკოკში მის მიერ იჯარით დაქირავებულ ერთ-ერთ ბინაში მიაგნეს. ცხედარი კრემაციაზე გააგზავნეს, ხოლო მის ოჯახს გადასცეს მისი გარდაცვალების მოწმობა. შვიდი თვის შემდეგ კი საჩივა სახლში დაბრუნდა, რითიც თავისი ნათესავები შოკში ჩააგდო.
საჩივას ნახევარძმამ ეჭვი გამოთქვა, როდესაც ოჯახს ნაპოვნი ცხედარის ფოტოსურათი აჩვენეს. მისი თქმით, საკორნს ყველა კბილი ჰქონდა, მაშინ როდესაც გარდაცვლილს ორი კბილი აკლდა.
ნათესავებთან შეხვედრის დროს ოჯახის წევრები საჩივას ხელით რამდენჯერმე შეეხნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ წინ მოჩვენება არ იდგა. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, ის სამხრეთ ტაილანდში სათევზაო გემზე მუშაობდა.

საჩივა აპირებს ხელისუფლების გადაწყვეტილება მისი გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე გაასაჩივროს, ხოლო ვის ეკუთვნოდა კრემირებული ცხედარი, უცნობი დარჩა.