ფლორიდაში აუქციონზე ერთცენტიანი მონეტა $750 ათასად გაიყიდა

1879 წლის ოქროს მონეტა, რომელიც გაშლილთმიანი სტელას სახელით არის ცნობილი „გაერთიანებული ნუმიზმატების“ ყოველწლიურ კონფერენციაზე 750 ათას დოლარადგაიყიდა.

“ასეთი მონეტების ჭედურობა აშშ-ის მთავრობის ექსპერიმენტი იყო. ისინი თვლიდნენ მასზედ, რომ ეს მონეტები ანგარიშგების საერთაშორისო საშუალებად გადაიქცეოდა. თუმცა, საბოლოოდ მონეტების გამოშვება, რომელთა შემადგენლობაში 6 გრამი ოქრო, 0,3 გრამი ვერცხლი და 0,7 გრამი ფოლადი იყო, შეწყდა“, – განაცხადა Heritage Auction-ის ექსპერტ ნუმიზმატმა, მარკ ბორკარტმა.

ამ მონეტის გარდა, აუქციონზე 300 ათას დოლარად ერთ-ერთი უძველესი, ფილადელფიაში 1793 წელს გამოშვებული ფოლადის მონეტა გაიყიდა. მისი ნომინალი 1 ცენტია. მასზე გამოსახულია გაშლილთმიანი ქალი წარწერით “თავისუფლება 1793“.

ამ აუქციონმა ორგანიზატორებს 24,9 მილიონი დოლარი მოუტანა. ექსპერტების აზრით, ეს ამერიკის ფინანსების ისტორიის მიმართ კოლექციონერების დიდ ინტერესზე მიუთითებს.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი