დედამიწას გიგანტური ასტეროიდი AJ129 უახლოვდება

დედამიწას გიგანტური ასტეროიდი AJ129 უახლოვდებაNASA-ს ინფორმაციით, დედამიწას გიგანტური ასტეროიდი AJ129 უახლოვდება, რომელიც მას 4 თებერვალს ჩაუვლის. ის ყველაზე დიდი ციური სხეულია, რომელიც წელს დედამიწას ჩაუფრენს – მისი ზომა 1,7 კილომეტრია, ხოლო სიჩქარე წამში 34 კილომეტრია, რაც 15-ჯერ მეტია, ვიდრე ყველაზე სწრაფი თვითმფრინავის სიჩქარე.

NASA-ს სპეციალისტების განცხადებით, ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა არ არსებობს და საშიში არაფერია.

ნიუპოსტი