ქალმა, რომელიც მძღოლად მუშაობს, უცნობი გოგონა აეროპორტიდან თავისი ბოიფრენდის სახლში მიიყვანა. შავკანიანი ამერიკელი ქალის მეგობარი მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ნიუ-იორკში ავადმყოფი დედის მონახულებას აპირებდა. ბოიფრენდთან გამომშვიდობების მეორე დღეს, ქალის სამსახურმა მიიღო შეკვეთა და მან აეროპორტიდან წამოიყვანა უცნობი გოგონა. როდესაც ტაქსის მძღოლმა ის მითითებულ მისამართზე მიიყვანა, რომელიც მისი ბოიფრენდის მისამართს დაემთხვა, დაინახა, თუ როგორ გამოვიდა […]
კატეგორია: მოზაიკა
მსუქანი ტაქსა ღობეში გაიჭედა
შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში მეხანძრეებმა მსუქანი ტაქსა გადაარჩინეს, რომელიც ღობეში გაიჭედა. ძაღლი, სახელად მაილო, ეზოში სეირნობდა პატრონის მოლოდინში. როდესაც ის მასთან გავიდა, აღმოაჩინა, რომ ძაღლი შეეცადა ღობეში გამძვრალიყო და გისოსებში გაიჭედა. ცხოველის თავი და წინა თათები ქუჩაში აღმოჩნდა, ხოლო უკანა თათები და კუდი _ ეზოში. ქალი შეეცადა, თავისი საყვარელი ცხოველი გაეთავისუფლებინა, მაგრამ ეს არც ისე იოლად […]
ძაღლმა პატრონი ჟურნალისტების თვალწინ დაგლიჯა
სტაფორდშირის ტერიერის ჯიშის ძაღლმა საკუთარი პატრონი ბი-ბი-სის გადამღები ჯგუფის თვალწინ დაგლიჯა. ერთი წლის წინ კი მანვე პატრონი სიკვდილისგან იხსნა. 41 წლის ლონდონელი მარიო პერივოიტოსას მეზობლებმა განაცხადეს, რომ გასულ წელს მამაკაცს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და მაშინ ტერიერმა მეიჯორმა პატრონს რამდენჯერმე მსუბუქად უკბინა, რათა გონებაზე მოეყვანა და, მათი აზრით, მაშინ მამაკაცი სწორედ ამან გადაარჩინა. მეზობლების თქმით, პერივოიტოსი […]
მენაგვეებმა ქალს ნაგავში გადაგდებული ნიშნობის ბეჭდები აპოვნინეს
კომუნალური სამსახურის თანამშრომლები ნიუ იორკში მცხოვრებ შენონ ლომბარდოს შემთხვევით ნაგავში გადაგდებული ნიშნობის ბეჭდების პოვნაში დაეხმარნენ. _ მე ბეჭდები გავწმინდე, ქაღალდის პირსახოცში შევახვიე და ამ დროს, ვფიქრობ, რომ ყურადღება ბავშვებმა გამიფანტეს, _ განმარტავს ლომბარდო. ქალს დაავიწყდა, თუ რა იდო პირსახოცში, დაკუჭა და ნაგავში გადააგდო. გარკვეული დროის შემდეგ ის მიხვდა, რაც მოხდა და 311-ზე დარეკა, რომელიც სხვადასხვა […]
22 კილოგრამიანი სპანიელი დიეტაზე დასვეს
ამერიკის ალაბამის შტატში კავალერ კინგ-ჩარლზ-სპანიელის ჯიშის ძაღლი, რომლის წონა 22 კილოგრამს შეადგენდა, დიეტაზე დასვეს. ძაღლს, სახელად ების, ზედმეტი წონის პრობლემა ფიზიკური აქტივობის ნაკლებობისა და ადამიანისთვის განკუთვნილი საკვების მიღების გამო შეექმნა. როგორც კი ძაღლის პატრონის მეზობლებმა შენიშნეს, რომ ცხოველი ძალიან სწრაფად იმატებდა წონაში და უკვე გაჭირვებით ახერხებდა სიარულს, ცხოველთა დახმარების ცენტრში დარეკეს. დაწესებულების თანამშრომლები ძაღლის პატრონებს […]
იაპონელი კატა გინესის წიგნში მოხვდა
იაპონელი კატა, სახელად მარუ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ კატად იქნა აღიარებული. ამ ინფორმაციას გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდი ავრცელებს. შოტლანდიური ჯიშის კატამ სახელი იუთუბის არხ მაგამოგუს წყალობით გაითქვა, რომელშიც მისი ვიდეორგოლები 337-მილიონჯერ იქნა ნანახი. ამგვარად, ცხრა წლის კატა ვიდეოხესტინგში ყველაზე ნახვადი კატა გახდა. თითოეული მისი ვიდეორგოლი ასეულობით ათას და უფრო მეტ ნახვასაც აგროვებს. მარუმდე არხის გმირად, რომელიც […]
ამერიკელმა პლაჟზე გიგანტური მარიხუანის ”სიგარა” იპოვა
ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ დეიტონ-ბიჩის პლაჟზე ზღვის ტალღებმა მარიხუანის ტომარა გამორიყა, რომელსაც გიგანტური სიგარის ფორმა ჰქონდა მიცემული. შტატის მცხოვრები ჯეფ სტოლოვიცი ამტკიცებს, რომ ის იმ დროს აღმოაჩინა, როდესაც ზღვის სანაპიროზე სეირნობდა. მან ტომარაზე წითელი ლაქები შენიშნა, იფიქრა, რომ სისხლის ლაქები იყო და ნაპოვნის თაობაზე პლაჟის დაცვის სამსახურს აცნობა. როგორც პლაჟის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა მაიკ […]
ფლორიდაში ღორი ინგლისურად და ესპანურად ლაპარაკობს
ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამის გასართობ პარკ ”ჯანგალ აილენდში” დამთვალიერებლებს წარუდგინეს ვიეტნამური ჯიშის ღორი, რომელმაც ასეულობით ინგლისური და ესპანური სიტყვა იცის. მომთვინიერებელი მარისელა გუტიერესი ამტკიცებს, რომ ოთხი წლის ღორს, სახელად გორდიტას, დაახლოებით 250 ინგლისური და ამდენივე ესპანური სიტყვა ესმის. _ მას ორი ენა ესმის, ვინაიდან სხვა მომთვინიერებლები მას ინგლისურად ესაუბრებიან, ხოლო მე _ ესპანურად, _ […]
დაჭრილმა ხარმა მატადორი რქებზე წამოაგო
მადრიდში კორიდის დროს დაჭრილმა ხარმა მატადორი მიწაზე დააგდო, შემდეგ კი რამდენჯერმე ურქინა. მომხდარის ვიდეოჩანაწერი ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. ტორეადორს მისი კოლეგები კაპოტეს გამოყენებით (დიდი ლაბადა, რომელსაც ხარს ცხვირწინ უფრიალებენ) მიეხმარნენ. მათ ცხოველი წითელი ფერის ქსოვილის ქნევით გაიტყუეს, ამ დროს კი დაშავებული მატადორი არენიდან მაყურებლების აპლოდისმენტების თანხლებით გაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხარის შემდგომ ბედზე ინფორმაცია […]
გსურთ, იყოთ ახალგაზრდა?
გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ ყველაზე დღეგრძელები იაპონელები არიან, ყველაზე მცირე ხანს კი აფრიკელები ცოცხლობენ. სიცოცხლის ხანგრძლიობაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები: გენეტიკა, საცხოვრებელი ადგილი, კლიმატი, საკვები, სუფთა გარემო და რა თქმა უნდა, პოლიტიკური და სოციალური სიტუაციები. როგორ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა, ამაში სპეციალისტთა რჩევები დაგეხმარებათ. ტელევიზორი გამორთეთ. დადგენილია, რომ 50 წლის განმავლობაში ადამიანი 7 წელს ტელევიზორის წინ […]