ამერიკელმა პლაჟზე გიგანტური მარიხუანის ”სიგარა” იპოვა

ამერიკელმა პლაჟზე გიგანტური მარიხუანის ”სიგარა” იპოვა

ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ დეიტონ-ბიჩის პლაჟზე ზღვის ტალღებმა მარიხუანის ტომარა გამორიყა, რომელსაც გიგანტური სიგარის ფორმა ჰქონდა მიცემული.

შტატის მცხოვრები ჯეფ სტოლოვიცი ამტკიცებს, რომ ის იმ დროს აღმოაჩინა, როდესაც ზღვის სანაპიროზე სეირნობდა. მან ტომარაზე წითელი ლაქები შენიშნა, იფიქრა, რომ სისხლის ლაქები იყო და ნაპოვნის თაობაზე პლაჟის დაცვის სამსახურს აცნობა.

როგორც პლაჟის უსაფრთხოების დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა მაიკ ბერარდმა განაცხადა, ტომარაში ჩაწყობილი მარიხუანა დასველდა და ძლიერ სუნს უშვებდა.

_ მისი ზომისა და ფორმის მიხედვით, მისი წონა დაახლოებით 4,5 კილოგრამი იქნებოდა, _ აღნიშნა ბერარდმა.

ტოლოვიცის მიერ აღმოჩენილმა ”სიგარამ” წყალში მინიმუმ ორი კვირა მაინც დაყო. ბერარდის თქმით, დროდადრო ზღვა ნაპირზე ნარკოტიკებს გამორიყავს ხოლმე. როგორც წესი, მათ ანადგურებენ ან მესაზღვრეებს გადასცემენ.