ნეაპოლის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 2016 წელს დაკრძალული ქალის, ტიციანა კანტონეს საფლავს ამოთხრიან და ცხედარს შეისწავლიან. 31 წლის ქალის ცხედარი 2016 წლის 16 სექტემბერს, თავისი დეიდის სახლში აღმოაჩინეს. ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ქალმა თავი მოიკლა. იქამდე ის ითხოვდა, რომ ინტერნეტსივრციდან ამოეღოთ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც ევროპის არაერთი ქვეყნის ვებგვერდებზე გავრცელდა. ნეაპოლის პროკურატურის ვარაუდით, ქალს […]
კატეგორია: მსოფლიო
გერმანიამ ნამიბიის 2 ტომის განადგურება გენოციდად აღიარა და ნამიბიას 1,1 მილიარდი ევროთი დაეხმარება
გერმანიამ კოლონიალური ჯარების მიერ ჰერეროსა და ნამას ტომების განადგურება გენოციდად აღიარა და ნამიბიას 1.1 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ თითქმის 5-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, გერმანიამ და ნამიბიამ შეთანხმებას მიაღწიეს ერთობლივი ისტორიის ყველაზე ბნელი ეტაპის შეფასებაში. გარდა ამისა, გერმანია გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლებს ბოდიშს მოუხდის. მიღწეული შეთანხმების თანახმად, 1.1 მილიარდი ევროს მოცულობის […]
რა იქნება NEXTа- დიდი და ხანგრძლივი სანქციების დასაწყისი ლუკაშენკოსთვის?
დღეს, ალექსანდრე ლუკაშენკო დსთ-ს ქვეყნების მეთაურებს შეხვდა და დღის მეორე ნახევარში კი ვლადიმერ პუტინს სოჭში ხვდება. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების საუბრის თემები კულტურულ-ჰუმანიტარული, სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგო სფეროების ორმხრივი განვითარება და გაღრმავებაა. ეს კი იმ ფონზე, რომ ფაქტიურად მთელი ევროპა ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს აწესებს, საკუთარ საჰაერო სივრცეს კეტავს და ერთიან პროტესტს გამოხატავს. ალექსანდრე ლუკაშენკოს […]
პოლონეთმა ბელარუსის თვითმფრინავებს პოლონეთის თავზე ფრენა აუკრძალა
პოლონეთის მინისტრთა კაბინეტმა ბელარუსის თვითმფრინავებს თავისი ქვეყნის ტერიტორიის თავზე ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პეტრ მიულერმა განაცხადა. „მინისტრთა კაბინეტმა აკრძალა პოლონეთის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავების შესვლა, რომელთა ექსპლუატაციასაც ბელარუსი გადამზიდავები ახორციელებენ. ეს არის სანქციის რეალიზაციის ელემენტი, რომელთა შესახებაც თავის დროზე ითხოვდა პოლონეთის პრემიერ – მინისტრი მატეუშ მორავეცკი“, – წერს მიულერი „ტვიტერის“ გვერდზე. ცნობისთვის, მორავეცკიმ […]
რა ღირს სეპარატისტების ღირსებისა და პატივის შელახვა რუსული სასამართლოს აზრით
კრემლი რომ ყველა ხერხს იყენებს თავისუფალი სამყაროს, თავისუფალი ადამიანების და დემოკრატიული ინსტიტუციების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა. ამ ბრძოლაში რუსეთის ხელისუფლება როგორც რეპრესიული მანქანა უწყებების და კერძო პირების ხელითაც მოქმედებს. მთავარი მიზანი საკუთარი დანაშაულებების მიჩქმალვა, დეზინფორმაციის გავრცელება და თავის გამართლება უკიდურესად საჩოთირო თემებშიც კი. კრემლი რომ უკრაინელ სეპარატისტებს ყველანაირ საბრძოლო მხარდაჭერას წლების განმავლობაში უწევდა, ეს […]
ბარსელონაში დინოზავრის ქანდაკებაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ესპანეთის პოლიცია 39 წლის მამაკაცის გარდაცვალების დეტალებს იძიებს, რომლის ცხედარიც ბარსელონას გარეუბანში, სანტა-კოლომა-დე-გრამენეტში, სტეგოზავრის დეკორატიულ ქანდაკებაში იპოვეს. შაბათს, “დინოზავრთან” ახლოს სეირნობისას მამა-შვილმა მძაფრი სუნი იგრძნეს, რომელიც დინოზავრის ფიგურიდან მოდიოდა. მამამ ცხედარი დინოზავრის ფეხზე არსებული ბზარიდან შეამჩნია. სამართალდამცავების განცხადებით, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მამაკაცის ოჯახმა მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლიციაში განაცხადა. ადგილზე მეხანძრეების 3 ბრიგადა გამოიძახეს, რომლებმაც […]
უკრაინა ბელარუსთან ფრენებს აჩერებს
უკრაინა ბელარუსთან ფრენებს აჩერებს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დღეს განაცხადა. მისი თქმით, ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა 26 მაისის 00:00 საათიდან შეწყდება. „Ryanair– ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დარღვევაა. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ფრენების და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ”, – განაცხადა შმიგალმა. იპნ
ევროკავშირი ბელარუსულ ავიაკომპანიებს ფრენებს აუკრძალავს
ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსულ ავიაკომპანიებს ფრენებს აუკრძალავენ. ასეთია პასუხი გუშინდელ ინციდენტზე, რა დროსაც ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თვითმფრინავში ბომბის არსებობის მიზეზით, Ryanair-ის ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში იძულებით დასვეს, შემდეგ კი თვითმფრინავში მყოფი ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი დააკავეს. ბრიუსელში გამართულ სამიტზე განხილული დოკუმენტის პროექტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ ევროპელ გადამზიდავებს მიეცემათ რეკომენდაცია, უარი თქვან ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. დოკუმენტის თანახმად, შესაძლოა ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის […]
ისრაელი კოვიდთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აუქმებს
ისრაელში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები უქმდება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის წარმატებული კამპანიის ფონზე მიიღო, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის იული ედელშტეინის განცხადებით, შეზღუდვები ივნისის დასაწყისიდან მოიხსნება. „ისრაელის ეკონომიკა და მოქალაქეები დამატებით სივრცეს მიიღებენ სუნთქვისთვის”, – აღნიშნა მინისტრმა, მაგრამ ასევე დასძინა, რომ სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, შეზღუდვების […]
“ათენი-ვილნიუსის ბორტი სახელმწიფომ გაიტაცა” – მაიკლ ო’ლირი
ავიაკომპანია რაინეირის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ო’ლირის განცხადებით, მას სჯერა, რომ თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა და მიმართულება შეუცვალეს, ბელარუსი კგბ-ს აგენტები იმყოფებოდნენ. „როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი ჟურნალისტისა და მისი თანმხლები პირის მოშორება იყო. გვჯერა, რომ აეროპორტში [თვითმფრინავიდან] კგბ-ს რამდენიმე აგენტიც გადმოვიდა,“ – აღნიშნა მაიკლ ო’ლირიმ. ამასთან, მისი თქმით, თვითმფრინავის რეისის მიმართულების შეცვლა სახელმწიფოს მიერ […]










