ევროკავშირი ბელარუსულ ავიაკომპანიებს ფრენებს აუკრძალავს

ევროკავშირი ბელარუსულ ავიაკომპანიებს ფრენებს აუკრძალავსევროკავშირის ქვეყნები ბელარუსულ ავიაკომპანიებს ფრენებს აუკრძალავენ. ასეთია პასუხი გუშინდელ ინციდენტზე, რა დროსაც ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თვითმფრინავში ბომბის არსებობის მიზეზით, Ryanair-ის ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკში იძულებით დასვეს, შემდეგ კი თვითმფრინავში მყოფი ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი დააკავეს.

ბრიუსელში გამართულ სამიტზე განხილული დოკუმენტის პროექტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ ევროპელ გადამზიდავებს მიეცემათ რეკომენდაცია, უარი თქვან ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. დოკუმენტის თანახმად, შესაძლოა ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის ყველა აეროპორტი დაიხუროს.

“რომან პროტასევიჩი უნდა გათავისუფლდეს, ისევე როგორც მისი მეგობარი სოფია საგეპა: – განაცხადა თავის მხრივ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

შეგახსენებთ, თვითმფრინავს მარშრუტი ლიეტუვას საზღვრის გადაკვეთამდე 2 წუთით ადრე, ბომბის ცრუ შეტყობინების საბაბით შეუცვალეს. როგორც აღმოჩნდა, ქმედების მიზანი ბელარუსი დისიდენტი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაპატიმრება იყო, რომელიც იმ დროს ბორტზე იმყოფებოდა.

რუსთავი 2