კატეგორია: მსოფლიო

ქელბაჯარში 2 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნაღმზე აფეთქდა

ქელბაჯარის რაიონში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, დაღუპულია 3 ადამიანი. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტია – ტელევიზია აზტვ-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო აზერტაგის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი. დაჭრილია კიდევ 4 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იპნ

ნჯამენა-პარიზის ბორტი დე გოლის აეროპორტში ავარიულად დაჯდა

ფრანგი სამართალდამცველები პარიზში Air France-ის თვითმფრინავს ამოწმებენ, რომელიც ჩადიდან ჩაფრინდა.როგორც „როიტერი“ წერს, ანონიმური შეტყობინების თანახმად, თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. Air France-მა განაცხადა, რომ საფრთხის გამო, მისი თვითმფრინავი, რომელიც ნჯამენა-პარიზის რეისს ასრულებდა, საფრანგეთის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავის ესკორტით შარლ დე გოლის აეროპორტში, სპეციალურ ლოკაციაზე დაჯდა. „ევრონიუსის“ ცნობით, თვითმფრინავიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, […]

იტალიაში 12 წელზე უფროსი ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო. ”ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ ჩვენი ვაქცინაციის კამპანია ამ რთული სეზონის გასავლელად“, – განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტ სპერანზამ. შეგახსენებთ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება გასულ კვირაში დაამტკიცა. იტალიის ვაქცინაციის პროგრამა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ამ დროისთვის გამოყენებულია ვაქცინების 35 მილიონ […]

მსოფლიოში კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევები გასულ კვირას 15%-ით შემცირდა

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით 3.5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 78.000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 15% და 7%-ით ნაკლებია. ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გასული კვირის განმავლობაში, ყველაზე მეტად ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში შემცირდა, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა აფრიკისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო […]

დეჟავიუ  რუსული სპეცსამსახურების სცენარით პეტერბურგის აეროპორტში

1 ივნისს, „ღია რუსეთის“ ყოფილმა დირექტორმა ანდრეი პივოვაროვმა, პეტერბურგის აეროპორტ „პულკოვოში“ რეგისტრაცია გაიარა. ის პოლონეთის ავია ხაზების თვითმფრინავში ჩაჯდა და აფრენას დაელოდა. მამაკაცი ვარშავაში მიფრინავდა. თუმცა, მოულოდნელად, ბორტზე რუსული „ეფ-ეს-ბე“-ს თანამშრომლები ავიდნენ და პივოვაროვი უბრალოდ რეისიდან „მოხსნეს“. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს ისე მოეწონა ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ, ერთი კვირის წინ, ბელარუსი აქტივისტის რომან პროტასევიჩის თვითმფრინავიდან გატაცების […]

ისრაელის ახალ პრეზიდენტად იცხაკ ჰერცოგი აირჩიეს

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალ, რიგით მე-11 პრეზიდენტად იცხაკ ჰერცოგი აირჩია. პარლამენტის 120 წევრიდან მის კანდიდატურას ხმა 87-მა დაუჭირა. ისრაელის მოქმედ პრეზიდენტ რევულენ რივლინის საპრეზიდენტო ვადა 9 ივლისს იწურება, რის შემდეგაც პოსტს იცხაკ ჰერცოგი დაიკავებს. ჰერცოგი ამჟამად ისრაელში ებრაული სააგენტოს უფროსია. 2013-17 წლებში კი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი იყო. აღსანიშნავია, რომ მისი მამა, ხაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში […]

ესპანეთში მამაკაცმა მასწავლებლებმა კაბები ჩაიცვეს

ეს­პა­ნეთ­შის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­მა­კა­ცებ­მა გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის და­სამ­სხვრე­ვად და ასე­ვე მოს­წავ­ლე ბი­ჭის მხარ­და­სა­ჭე­რად, კა­ბე­ბი ჩა­იც­ვეს. საქ­მე ისაა, რომ მოს­წავ­ლე ბიჭი სკო­ლი­დან კა­ბის ჩაც­მის გამო გა­რი­ცხეს. მას­წავ­ლებ­ლებ­მა კი მას ამ ფორ­მით გა­მო­უ­ცხა­დეს სო­ლი­და­რო­ბა. 15 წლის მი­კელ გო­მე­სი კა­ბის ჩაც­მის გამო, სკო­ლი­დან გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­რი­ცხეს, რის შემ­დე­გაც, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა მოძ­რა­ო­ბას – “სა­მოსს სქე­სი არ აქვს.” მი­კელ გო­მეს­მა […]

ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჯიანგსუში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი, მაღალი ტემპერატურითა და გრიპის სხვა სიმპტომებით, საავადმყოფოში მაისის ბოლოს გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოდან უახლოეს მომავალში გაწერენ. უცნობია, როგორ დაინფიცირდა პაციენტი. ვირუსი მისი ახლო კონტაქტებიდან, ჯერჯერობით, […]

ცნობილი რეჟისორი მშობლებმა მოკლეს, დაანაწევრეს და სანაგვეებში გადაყარეს

ირანელმა წყვილმა აღიარა, რომ შვილი მოკლეს, დაანაწევრეს და ტომრით ქალაქის სხვადასხვა უბანში, სანაგვეებში გადაყარეს – შემთხვევა, რომელმაც საზოგადოება გააოგნა, თეირანში მოხდა. მოკლული 47 წლის ცნობილი ირანელი რეჟისორი, ბაბაკ ხორამდინია. მკვლელობის ბრალდებით, მისი 81 წლის მამა, აკბარ ხორამდინი და დედა დააკავეს. ხორამდინის მკვლელობა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისმა მეზობელმა სანაგვეში გვამი შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა […]

ისრაელის მოქალაქეებს რუსეთსა და არგენტინაში გამგზავრება აეკრძალათ

ისრაელმა რუსეთი და არგენტინა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც, კორონავირუსის გავრცელების გამო, ისრაელის მოქალაქეებს გამგზავრება ეკრძალებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ 2021 წლის 31 მაისიდან არგენტინა და რუსეთი შედიან იმ ქვეყნების სიაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს. დადგენილი წესები ისრაელის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს მაქსიმალური რისკის ქვეყნებში გამგზავრებას უკრძალავს (გარდა […]