ყაზანის გიმნაზიაში 19 წლის მამაკაცმა 11 ადამიანი მოკლა

ყაზანის გიმნაზიაში 19 წლის მამაკაცმა 11 ადამიანი მოკლარუსეთის ქალაქ ყაზანში, 175-ე გიმნაზიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

გიმნაზიაში ავტომატით შეიარაღებული 19 წლის ილნაზ გალიავიევი შეიჭრა, რომელმაც შეჭრისთანავე ატეხა სროლა.

სროლის შედეგად 11 ადმიანი დაიღუპა, კლინიკაშია გადაყვანილი 16 ადამიანი – 12 ბავშვი და 4 ზრდასრული პირი.

თავდამსხმელი ადრე ამ გიმნაზიაში სწავლობდა. იარაღი მას ოფიციალურად რეგისტრირებული ჰქონდა.