კატეგორია: მსოფლიო

ისრაელმა ღაზაში ისლამური ჯიჰადის მეთაური მოკლა

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა“ ღაზაში საჰაერო დარტყმების შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ მეთაურის, ჰუსამ აბუ ჰარბიდის ლიკვიდაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ჰუსამ აბუ ჰარბიდი ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფების ჩრდილოეთ დანაყოფს თითქმის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ისრაელის ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდა. „ისლამურ ჯიჰადს“ ჰუსამ აბუ ჰარბიდის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. […]

ირანში 5,5 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, ხორასანის პროვინციაში, მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა. თეირანის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, ადგილობრივი დროით 03:33 საათზე მოხდა. დაზარალებულების დასახმარებლად რეგიონში ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან.

ღაზადან გაშვებულმა რაკეტებმა აშკელონში რამდენიმე შენობა დააზიანა

გამოცემა Times of Israel-ის ბოლო ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქ აშკელონის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დააზიანა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამავე გამოცემის მიხედვით, ღაზას სექტორიდან ისრაელის საზღვართან ახლოს მდებარე შენობებზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც ახალგაზრდობის ცენტრის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. აფეთქების მომენტში შენობა ცარიელი იყო და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. […]

„ისრაელმა “ჰამასის” ლიდერის სახლი დაბომბა“ – არის მსხვერპლი 

ისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის” ლიდერის სახლი დაბომბა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე, 4 პალესტინელი დაიღუპა – ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, არის მსვერპლი და ათობით დაშავებული. პარალელურად კი, “ჰამასმა” თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა – ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიაიერიშის დროს ათამდე ადამიანი იმ დროს დაშავდა, როცა ისინი თავშესაფარში გადასვლას ცდილობდნენ. Reurers-ის ინფორმაციით, კონფლიქტის მიმდინარეობისას, ღაზას სექტორში […]

ღაზას სექტორში დაღუპულია 139 ადამიანი, ისრაელში – 9

ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 139-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ დღეს ავიაიერიშებს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 10, ერთი ოჯახის წევრები, ღაზაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა. ისრაელში კი ბოლო მსხვერპლი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ღაზადან თელ-ავივის გარეუბან რამათ-განზე განხორციელებული სარაკეტო […]

ღაზას სექტორში 126 პალესტინელი დაიღუპა და 950 დაიჭრა

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელსა და ტერორისტულ ჯგუფს შორის შეტაკებების შედეგად 126 პალესტინელი დაიღუპა, ასევე დაიჭრა 950. ინფორმაციას timesofisrael.com ავრცელებს. სამინისტროს ცნობითვე, დაღუპულებს შორის არიან არასრულწლოვნები. ისრაელის მხარის ინფორმაციით კი, მსხვერპლთა უმეტესობა ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან.

ისრაელმა ღაზაში ჰამასის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ობიექტი გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ობიექტი გაანადგურეს. მათივე თქმით, ამავე ტერიტორიაზე ასევე, განადგურებულია ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები ორი პუნქტი. თავდასხმა ისრაელის ავიაციამ განახორციელა. გარდა ამისა, ისრაელის მედიასაშუალებები გადმოსცემენ, რომ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული 40- წუთიანი შეტევის შედეგად, ისრაელმა „ჰამასის“ სარგებლობაში არსებული გრძელი გვირაბების ქსელი გაანადგურა და „ჰამასის“ ათობით მებრძოლი მოკლა. სამხედრო უწყების ინფორმაციით, […]

ნეთანიაჰუ – “ჰამასის ლიდერები ვერსად გაგვექცევიან, ჩვენ მათ ყველგან მივაგნებთ”

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერები მძიმე საფასურს გადაიხდიან ისრაელზე თავდასხმისთვის და ეს პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. „მე ვთქვი, რომ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვან დარტყმას მივაყენებდით და ასეც ვიქცევით. ბოლო დღეს ჩვენ იერიში მივიტანეთ მიწისქვეშა სამიზნეებზე. „ჰამასი“ ფიქრობდა, რომ იქ დაიმალებოდა, მაგრამ ვერ დაიმალა. „ჰამასის“ ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ხელიდან დაგვისხლტებოდნენ, მაგრამ ვერ […]

რატომ ვერ იპყრობს კრემლი ბულგარელების, უკრაინელების, ქართველების, სომხების ცნობიერებას

ცოტა ხნის წინ, ბულგარეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იარაღის საწყობების აფეთქებაში, რუსული სამხედრო დაზვერვის შემხებლობის ალბათობა დიდია. ეს განცხადება, გახდა კიდევ ერთი რგოლი იმ მოვლენების ჯაჭვში, რომელიც 2018 წელს დიდ ბრიტანეთში, სკრიპალების მოწამვლის საქმემ გამოააშკარავა. ამ წლებში, რუსული სახმედრო დაზვერვის  უკანონო და მომაკვდინებელი საქმიანობის სულ უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი. გრუ-ს კვალი აღმოჩენილ იქნა მონტენეგროში წარუმატებელი […]

ისრაელმა ღაზის სექტორზე შეტევაში არტილერია და ტანკები ჩართო

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი ახალ მასშტაბებს იძენს – ისრაელმა ღაზის სექტორზე შეტევაში არტილერია და ტანკები ჩართო. უწყვეტ საომარი მოქმედებებთან ერთად ვითარებას ამწვავებს დაპირისპირება რიგით მოქალაქეებს შორის, ერთნიკურად არაბი და ებრაელი მოსახლეობა ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდება. სწორედ მსგავსი თავდასხმის დროს დაშავდა ისრაელში, ქალაქ აკოში მცხოვრები ქართველი-ებრაელი, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო.