კატეგორია: მსოფლიო

მალტაში მოსახლეობის 60% აიცრა – ქვეყანაში რესტორნები გაიხსნება

მალტამ რესტორნებს მუშაობის უფლება მას შემდეგ მისცა, რაც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვაქცინაციამ ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს მიაღწია და ინფიცირების შემთხვევები შემცირდა. რესტორნები ორი თვის წინ დაიხურა, როდესაც 10 მარტს ინფიცირებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს, 510-ს მიაღწია. ევროკავშირში მალტას ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული კამპანია ჰქონდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულზე ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კვირას, ჯანდაცვის მინისტრმა […]

როგორ აწამებენ, ძარცვავენ და უსწორდებიან რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას

„…როგორც პირუტყვს ისე მაწამებდნენ. არ მესმის. მე ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც ისინი. მეგონა რუსები აქ ჩვენს დასახმარებლად იყვნენ.“ „ისინი ღორებსაც გვიკლავენ. საჭმელს არ ყიდულობენ. როცა შიათ, იმ ცხოველებს კლავენ, რომელსაც ადგილობრივები უვლიან. იპარავენ პარალონის ლეიბებს, რომლებზეც ადამიანებს სძინავთ და პლასმასის სკამებსაც კი. ძალიან ბევრ ხალხს ძარცვავენ, იპარავენ ტელეფონებს, საკვებს, მოტოციკლეტებს, ფულს!“ რა ნაცნობი ისტორიებია, არა? […]

ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ცოცხალი იპოვეს

რუსეთში, ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრ მურახოვსკი, რომელსაც პარასკევის შემდეგ ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხი Mash Siberia ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მურახოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაუჩინარების მიზეზი უცნობია. ალექსანდრ მურახოვსკი ტყეში სანადიროდ 7 მაისს წავიდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრის კვადროციკლი ტყეში იპოვეს. „დოიჩე ველე“ წერს, რომ […]

ეგორ ლიგაჩოვი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

7 მაისს გარდაიცვალა ცნობილი საბჭოთა პარტოკრატი ეგორ ლიგაჩოვი (1920-2021). ის 100 წლის იყო. ლიგაჩოვი საბჭოთა ელიტის კონსერვატიულ ფრთას  განეკუთვნებოდა. მიუხედავად ამისა, 1985  წელს გორბაჩოვის   სკკპ-ს  გენერალური მდივნის პოსტზე არჩევას მხარი დაუჭირა, შემდგომში კი  გორბაჩოვს ოპოზიციაში ჩაუდგა. სწორედ ლიგაჩოვი იდგა ნინა ანდრეევას ცნობილი წერილის უკან, რომელიც გაზეთმა „პრავდამ“ გამოაქვეყნა. წერილში ნათქვამი იყო, რომ სტალინი ხალხის ბელადია […]

ჩინური უკონტროლო რაკეტა შეიძლება იტალიაში ჩამოვარდეს

იტალიის 9 რეგიონი რისკის ქვეშაა – ჩინური უკონტროლო რაკეტის ნამსხვრევები შესაძლოა ამ რეგიონებში ჩავარდეს ჩინური რაკეტა დედამიწაზე 9 მაისს, თბილისის დროით დილის 8:19 წუთზე ჩამოვარდება. რაკეტის ჩამოვარდნის დროს +-8 საათი სიზუსტით, აეროსფეროს კორპორაციის ოფიციალური ტვიტერი ავრცელებს ტვ პირველი

სერბეთში ვაქცინირებული მოქალაქეები 25 ევროს მიიღებენ

სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ის მოქალაქეები, რომლებიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ, 25 ევროს ეკვივივალენტ სერბულ დინარს მიიღებენ. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ინიციატივა შეეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც “პასუხისმგებლობას” გამოიჩენენ და იმუნიზაციას ჩაიტარებენ კორონავირუსის წინააღმდეგ. აღნიშნული შეეხებათ სერბეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 16 წელზე მეტი ასაკის არიან და უკვე აიცრნენ ვაქცინის ორივე დოზით, ან 31 მაისის ჩათვლით გაიკეთებენ პირველ დოზას. […]

კონტროლიდან გამოსული 22 ტონიანი ჩინური რაკეტა დედამიწას უახლოვდება

პენტაგონი 22-ტონიან ჩინურ რაკეტას, რომელიც კონტროლიდან გამოსულია, თვალს ადევნებს. ის დედამიწას უახლოვდება და შესაძლოა მისი ნამსხვრევები ამ კვირის ბოლოს ჩამოვარდეს. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება, შეშფოთებას რაკეტის ზომა იწვევს. ის სიგრძეში დაახლოებით 30 მეტრია და კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ პროცესი სახიფათო არ არის და რისკი […]

25 წლის ქალმა 9 შვილი გააჩინა

25 წლის ქალმა 9 შვილი გააჩინა. მალის მოქალაქე ჰალიმა სიჯეიმ ბავშვები საკეისრო კვეთით გააჩინა. ჰალიმას ორსულობის ამბავმა მაშინვე მიიპყრო ქვეყნის ლიდერების ყურადღება და ის განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ გადაიყვანეს. თავდაპირველი მონაცემებით, მას 6 შვილი უნდა გაეჩინა, ამიტომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქალი მაროკოში გაგზავნეს, სადაც მას 9 შვილი – 5 გოგონა და 4 ბიჭი შეეძინა. “დედა და ჩვილები ჯერჯერობით […]

მარიო დრაგი – “იტალია მაისის შუიდან უცხოელ ტურისტებს კარანტინის გარეშე მიიღებს”

იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის განცხადებით, ქვეყანაში უხოელი ტურისტები კარანტინის გავლის გარეშე შესვლას მაისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. პრემიერის თქმით, ქვეყანა „მზადაა, მსოფლიოს დაუბრუნდეს“. „ჩვენი მთები, პლაჟები, ქალაქები და სოფელი იხსნება. ეს პროცესი დაჩქარდება უახლოეს კვირებსა და თვეებში. მაისის შუა რიცხვებიდან ტურისტებს იტალიაში შემოსვლა შეეძლებათ. ასე, რომ დრო მოვიდა იტალიაში დასვენება დაჯავშნოთ“, – აღნიშნა მარიო დრაგიმ. ვიზიტორები, […]

მეხიკოს მეტროში ხიდი ჩაინგრა – 20 ადამიანი დაიღუპა, 70 დაშავდა – ვიდეო

მექსიკის დედაქალაქში, მეხიკოში მეტროს ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი გარდაიცვალა, 70 კი დაშავდა. BBC-ის ცნობით, მეტროს ნანგრევებში რამდენიმე მანქანაც მოყვა. ადგილზე მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აგრძელებენ. არაა გამორიცხული, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ხიდზე ბზარები 2017 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა. მექსიკის გაზეთ El Universal- ში ნათქვამია, რომ ტრანსპორტის ხელმძღვანელობამ ადგილი […]