კატეგორია: მსოფლიო

ბაიდენმა აშშ-ში შემსვლელ ლტოლვილთა ზღვარი 4-ჯერ გაზარდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებში მისაღები ლტოლვილების ზღვარი 62.500-მდე გაიზრდება. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ის წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობის ზღვარი ისტორიულ მინიმუმამდე, 15.000-მდე შეამცირა. შესაბამისად, ბაიდენი ქვეყანაში შემსვლელ ლტოლვილთა ზღვარს 4-ჯერ ზრდის. რუსთავი 2

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე 44 ადამიანი დაიღუპა

ათობით ადამიანი დაიღუპა ჭყლეტის შედეგად რელიგიურ ფესტივალზე ისრაელში. ჭყლეტვა იმ დროს მოხდა, როცა ათიათასობით ულტრა-მართლმადიდებელი ებრაელი მე-2 საუკუნის ბრძენის, რაბი შიმ ბარ იოჩიის საფლავთან მივიდა, სადაც ყოველწლიურად მის ხსოვნას პატივს მიაგებენ. ლაგ ბა-ომერის ფესტივალი ღამის ლოცვას, მისტიკურ სიმღერასა და ცეკვას მოიცავს. რამდენიმე მომლოცველს კიბეზე ფეხი დაუცურდა, რამაც ადამიანების წაქცევა და ჭყლეტა გამოიწვია. დაიღუპა 44 და […]

„უპრეცედენტო ტერორისტული აქტი“, რომლის მოწყობაში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ

აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთს შორის დიპლომატიური კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. ჩეხეთი რამდენიმე ათეულ რუს დიპლომატს აძევებს. ჩეხები ითხოვენ, რომ რუსეთის საელჩოს შემადგენლობა მინიმუმამდე შემცირდეს. მათ მხარდაჭერას უცხადებენ სხვა ევროპული ქვეყნებიც და ანალოგიურად აგრძელებენ რუსი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას. დიპლომატიური კრიზისი და ნამდვილი პოლიტიკური სკანდალი მას მერე განვითარდა, რაც პრაღამ რუსეთის სპეცსამსახურები ჩეხეთში, საბრძოლო […]

გერმანიაში კლინიკას თავს დაესხნენ – დაიღუპა 4, დაშავდა 1 ადამიანი

გერმანიის ქალაქ პოტსდამში, „კლინიკა ობერლინში“ თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი და დაშავდა ერთი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა 51 წლის ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს, რომელიც აღნიშნულ საავადმყოფოში მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებული კლინიკის პაციენტები არიან. თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. იპნ

ინდოეთში მიწისძვრა მოხდა

ინდოეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ასამის შტატში დაფიქსირდა.  შედეგად რამდენიმე შენობა დაიბზარა და დაინგრა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ შესულა, ინფრასტრუქტურაზე მიწისძვრით მიყენებული ზარალი მნიშვნელოვანი იქნება.

ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანქანა აფეთქდა

ყარაბაღში ნაღმზე რუსი სამშვიდობოების ავტომობილი აფეთქდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „ავტომობილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც ორი რუსი სამხედრო დაიჭრა,“- აცხადებენ ე.წ. სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იპნ

ესპანეთის სანაპიროზე 17 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულების სანაპიროსთან ნავში 17 გარდაცვლილი მიგრანტი იპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 3 გადარჩენილი, 2 მამაკაცი და 1 ქალი, სამხედრო ვერტმფრენით ტენერიფის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის პრესსპიკერმა განაცხადა, ნავში მყოფი მიგრანტები სუბსაჰარული აფრიკიდან იყვნენ. აფრიკიდან კანარის კუნძულებზე ჩამსვლელი მიგრანტების რიცხვი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური […]

თურქეთი 20 დღით მთლიანად იკეტება

თურქეთი 27 აპრილიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს. – ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ისინი 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ მძიმე შედეგს ყველა სფეროში – ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ქვეყნის მასშტაბით, […]

ბაღდადის კოვიდკლინიკაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა – 82 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც­ კოვიდინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ, აფეთქება მოხდა. განყოფილებაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ხანძრის შედეგად სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა. გამოცემის ინფორმაციით, საავადმყოფოს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ ჰქონდა, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯო ბაიდენი – “ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა”

ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში ჩადენილ სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა. “ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მსგავს სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილიდან დაიწყო სომეხი ინტელიგენციისა […]