კატეგორია: მსოფლიო

ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანქანა აფეთქდა

ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მანქანა აფეთქდა

ყარაბაღში ნაღმზე რუსი სამშვიდობოების ავტომობილი აფეთქდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროზე“ დაყრდნობით ავრცელებს. „ავტომობილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც ორი რუსი სამხედრო დაიჭრა,“- აცხადებენ ე.წ. სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იპნ

ესპანეთის სანაპიროზე 17 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ესპანეთის სანაპიროზე 17 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულების სანაპიროსთან ნავში 17 გარდაცვლილი მიგრანტი იპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 3 გადარჩენილი, 2 მამაკაცი და 1 ქალი, სამხედრო ვერტმფრენით ტენერიფის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის პრესსპიკერმა განაცხადა, ნავში მყოფი მიგრანტები სუბსაჰარული აფრიკიდან იყვნენ. აფრიკიდან კანარის კუნძულებზე ჩამსვლელი მიგრანტების რიცხვი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური […]

თურქეთი 20 დღით მთლიანად იკეტება

ერდოღანი - "თურქეთი თავის აზერბაიჯანელ ძმებთან დგას"

თურქეთი 27 აპრილიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს. – ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ისინი 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ მძიმე შედეგს ყველა სფეროში – ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ქვეყნის მასშტაბით, […]

ბაღდადის კოვიდკლინიკაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა – 82 ადამიანი დაიღუპა

ბაღდადის კოვიდკლინიკაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა - 82 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც­ კოვიდინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ, აფეთქება მოხდა. განყოფილებაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ხანძრის შედეგად სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა. გამოცემის ინფორმაციით, საავადმყოფოს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ ჰქონდა, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯო ბაიდენი – “ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა”

ჯო ბაიდენი - "ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა"

ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში ჩადენილ სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა. “ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მსგავს სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილიდან დაიწყო სომეხი ინტელიგენციისა […]

“დაიყვირა ალაჰ აკბარ და ქალ პოლიციელს ყელი გამოჭრა” – მკვლელობა პარიზის მახლობლად

"დაიყვირა ალაჰ აკბარ და ქალ პოლიციელს ყელი გამოჭრა" - მკვლელობა პარიზის მახლობლად

საფრანგეთში თავდამსხმელმა პოლიციის განყოფილების შესასვლელთან პოლიციის ადმინისტრაციის ქალი თანამშრომელი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. შემთხვევა პარიზის მახლობლად, ქალაქ რამბუიეში მოხდა. სავარაუდო თავდამსხმელი ტუნისიდან იყო წარმოშობით და საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრობდა. ის პოლიციელების მხრიდან გახსნილი ცეცხლისას დაიღუპა. პოლიცია შესაძლო მოტივზე ჯერ არ საუბრობს. მომხდარზე გამოძიება საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა სამსახურმა დაიწყო. მომხდარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა ტერორისტული თავდასხმა უწოდა. პარიზის რეგიონის […]

რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანა დაიწყო

რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანა დაიწყო

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ქვეყნის სამხრეთით და დასავლეთით შეიარაღებული ძალების მოულოდნელი შემოწმების პროცესი დასრულდა და პირადი შემადგენლობა მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება. „მჯერა, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად იქნა მიღწეული. ჯარმა ქვეყნის საიმედოდ თავდაცვის უნარი აჩვენა. რუსეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად რეაგირებენ რუსეთის საზღვრებთან სიტუაციის ყველა ცვლილებაზე. ამასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, დავასრულო შემოწმებები სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო […]

პოლიციელი შოვინი ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

პოლიციელი შოვინი ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა 45 წლის შოვინი სამივე ბრალდებაში – მეორე ხარისხის მკვლელობა, მესამე ხარისხის მკვლელობასა და გაუფრთხილებლობით მკვლელობა – დამნაშავედ ცნო და მას 40 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობასთან შეკრებილი ასობით ადამიანი საზეიმო შეძახილებით გამოეხმაურა. შეგახსენებთ, გასულ წელს გავრცელებულ ვიდეოში […]

 რა კავშირი აქვთ 10 000 კილოგრამი საბრძოლო მასალის აფეთქებასთან ГРУ-ს ჯაშუშებს და რომელი ქვეყნიდან აძევებენ 18 რუს დიპლომატს

 რა კავშირი აქვთ 10 000 კილოგრამი საბრძოლო მასალის აფეთქებასთან ГРУ-ს ჯაშუშებს და რომელი ქვეყნიდან აძევებენ 18 რუს დიპლომატს

ჩეხეთმა უპრეცედენტო რაოდენობის რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საელჩოს 18 წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად უკვე გამოაცხადეს და ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცეს. საგარეო საქმეთა მინისტრის იან ხამაჩეკის განცხადებით,  რუსეთის დიპლომატიური მისიის ყველა  ეს თანამშრომელი კრემლის სპეცსამსახურებზე მუშაობაშია ეჭვმიტანილი. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას  დადასტურებული ეჭვი გააჩნია და მათი მავნებლური მუშაობის შედეგად სახელმწიფოს „უზარმაზარი ზიანი“ მიადგა. „ამ საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია პრეზიდენტ მილოშ ზემანს მივაწოდეთ და  ჩვენს მიმართ […]

ირანში მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანში, სპარსეთის ყურის მახლობლად მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5.9 მაგნიტუდა შეადგინა. მას კიდევ ათეულობით მიწისქვეშა ბიძგები მოჰყვა. მომდევნო სამი მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 4-ს შეადგინა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „ირნა“ იუწყება. მედიასაშუალების მონაცემებით, ამ დროისთვის ცნობილია ხუთი დაშავებულის შესახებ. ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა ეპიცენტრში – ქალაქ ბანდარ-გენავეში გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს შენობების ჩამოშლილი და დაბზარული კედლები. ვრცელდება მეწყერის […]