“დაიყვირა ალაჰ აკბარ და ქალ პოლიციელს ყელი გამოჭრა” – მკვლელობა პარიზის მახლობლად

"დაიყვირა ალაჰ აკბარ და ქალ პოლიციელს ყელი გამოჭრა" - მკვლელობა პარიზის მახლობლადსაფრანგეთში თავდამსხმელმა პოლიციის განყოფილების შესასვლელთან პოლიციის ადმინისტრაციის ქალი თანამშრომელი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. შემთხვევა პარიზის მახლობლად, ქალაქ რამბუიეში მოხდა.

სავარაუდო თავდამსხმელი ტუნისიდან იყო წარმოშობით და საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრობდა. ის პოლიციელების მხრიდან გახსნილი ცეცხლისას დაიღუპა.

პოლიცია შესაძლო მოტივზე ჯერ არ საუბრობს. მომხდარზე გამოძიება საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა სამსახურმა დაიწყო. მომხდარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა ტერორისტული თავდასხმა უწოდა. პარიზის რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტერორისტული მოტივი არ გამოირიცხება.

„ფრანს 24“ გამოძიებასთან კავშირში მყოფ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელმა ტერიტორია წინასწარ შეამოწმა, შემდეგ კი თავდასხმისას დაიყვირა „ალაჰ აკბარ“ და ქალს დანა ყელში ორჯერ ჩაარტყა.

იპნ