კატეგორია: მსოფლიო

მილანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში, „არსენალის” ფეხბურთელი, პაბლო მარი დაჭრეს

მილანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში, „არსენალის" ფეხბურთელი, პაბლო მარი დაჭრეს

მილანთან ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებულმა პირმა ექვსი ადამიანი დაჭრა. მათგან ერთი გარდაიცვალა. bbc- ის ცნობით, დაჭრილებს შორის არის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ ფეხბურთელი პაბლო მარი. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ცნობით, მან სავაჭრო ცენტრში მყოფი პირები მაღაზიის დახლიდან აღებული დანით დაჭრა. მომხდარის შემდეგ, სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

 ისევ აპირებს თუ არა ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერობას

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ  კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს. ჯონსონის თქმით, მას 102 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა, რაც პარტიის თავმჯდომარეობისთვის საკმარისზე მეტია. „კარგი შანსია, რომ კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად არჩევნებში წარმატებას მივაღწიო და პარასკევს მართლაც დავბრუნდე დაუნინგ სტრიტზე. თუმცა, ბოლო დღეებში მივედი დასკვნამდე, რომ ეს ქმედება ჩემი მხრიდან უბრალოდ […]

დღეს საქართველოში ილჰამ ალიევი ჩამოვა

ალიევი - "სომხეთის ოკუპაციისგან კიდევ 8 სოფელი გათავისუფლდა"

საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. „შატო მუხრანში” საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

„დავუშვი შეცდომა“ – რატომ გადადგა ბრიტანეთის შს მინისტრი 

„დავუშვი შეცდომა“ - რატომ გადადგა ბრიტანეთის შს მინისტრი 

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სუელა ბრავერმანა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, გადადგომის მიზეზი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც მან კოლეგას პირადი ელექტრონული ფოსტიდან გაუგზავნა, რაც მინისტრის წესების დარღვევაა. „მე დავუშვი შეცდომა, ვიღებ პასუხისმგებლობას, ვტოვებ თანამდებობას”, – წერს ის პრემიერმინისტრ ლიზ ტრასისთვის გაგზავნილ წერილში.გარდა ამისა, თავის წერილში მან შეშფოთება გამოთქვა მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

36 დღეში უკრაინამ 223 ირანული დრონი გაანადგურა

უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული ირანული დრონების 60% გაანადგურეს

36 დღეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ირანული წარმოების 223 კამიკაძე დრონი, “შაჰედ-136” გაანადგურეს – მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა ავრცელებს. „19 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების შაჰედ-136 კამიკაძე თვითმფრინავის პირველი ჩამოგდების შემდეგ (2022 წლის 13 სექტემბერი, კუპიანსკი), საჰაერო ძალების თავდაცვამ და უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა ამ ტიპის 223 უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პუტინისა და ბერლუსკონის პოლიტიკური „ლავ სთორი“

პუტინისა და ბერლუსკონის პოლიტიკური „ლავ სთორი“

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღეზე საჩუქრად 20 ბოთლი არაყი გაუგზავნა. ბერლუსკონის თქმით, მან და ვლადიმერ პუტინმა “ტკბილი წერილები” გაცვალეს. „პუტინს ცოტა ხნის წინ დავუკავშირდი, მან დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი გამომიგზავნა. მე მას ვუპასუხე რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკოთი“, – თქვა ბერლუსკონიმ. შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონის დაბადების დღე 29 სექტემბერს […]

„ამერიკა არ სთხოვს საქართველოს, დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ“ – კინზინგერი

ადამ კინზინგერი უგულავას დაჭერაზე - "სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის"

კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ფორმულას” ეთერში განაცხადა: „მე მომისმენია საქართველოში, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ჩათრევა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს ომში. ეს არ არის მართალი. მე კიდევ ვიმეორებ, ამერიკა არ სთხოვს საქართველოს, დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს შორის პარტნიორობა და ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი […]

თეთრი სახლი – რუსეთმა დრონები ირანისგან მიიღო

 ამერიკამ საქართველოს ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ გააგრძელებს სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ასევე, ირანული იარაღით ვაჭრობის სფეროებზე. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი დრონებს ირანისგან იღებს. “საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა ირანისგან დრონები მიიღო და რომ რუსი ოპერატორები ირანში ამ სისტემის გამოყენებას სწავლობენ. არსებობს მათი გამოყენების მტკიცებულებები როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. […]

რუსეთის ქალაქ იეისკში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

რუსეთის ქალაქ იეისკში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

რუსეთის ქალაქ იეისკში, რომელიც უკრაინის მახლობლად მდებარეობს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ცეცხლში გახვეული მრავალსართულიანი შენობა. რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური პირები ცდილობენ, ადგილზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადგინონ. საინფორმაციო სააგენტო „რიას“ ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Su-34 იყო, რომელიც ზებგერითი საშუალო მანძილზე მოქმედების გამანადგურებელი-ბომბდამშენია. „რიას“ ინფორმაციით, ის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენის […]

გაერო – რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, სიღარიბეში კიდევ 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა

„არ მინდა მოვკვდე მინდა, ეს ყველაფერი მალე დასრულდეს“ - უკრაინელი ბავშვი - ვიდეო

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში და მისმა ეკონომიკურმა შედეგებმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 4 მილიონი ბავშვი სიღარიბეში ჩააგდო, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა სააგენტომ, „იუნისეფმა” განაცხადა. „უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უმძიმესი ტვირთი ბავშვებს აწვება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე შეფასებით, კონფლიქტისა და მზარდი ინფლაციის გამო, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სიღარიბეში კიდევ ოთხი მილიონი ბავშვი […]