მილანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში, „არსენალის” ფეხბურთელი, პაბლო მარი დაჭრეს

მილანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში, „არსენალის" ფეხბურთელი, პაბლო მარი დაჭრესმილანთან ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებულმა პირმა ექვსი ადამიანი დაჭრა. მათგან ერთი გარდაიცვალა.

bbc- ის ცნობით, დაჭრილებს შორის არის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ ფეხბურთელი პაბლო მარი.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს. დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ცნობით, მან სავაჭრო ცენტრში მყოფი პირები მაღაზიის დახლიდან აღებული დანით დაჭრა.

მომხდარის შემდეგ, სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.