აქტივისტს, რომელმაც მეფე ჩარლზს კვერცხი ესროლა, საჯარო ადგილებში კვერცხის ტარება აუკრძალეს

აქტივისტს, რომელმაც მეფე ჩარლზს კვერცხი ესროლა, საჯარო ადგილებში კვერცხის ტარება აუკრძალესკლიმატის დამცველმა აქტივისტმა მეფე ჩარლზს და დედოფალ კამილას კვერცხები 9 ნოემბერს იორკშირში ესროლა. 23 წლის პატრიკ თელველი პოლიციამ დააკავა.

სასამართლომ მას მეფესთან 500 მეტრით მიახლოება და საზოგადოებრივ ადგილებში კვერცხის ტარება აუკრძალა. გამონაკლისი მხოლოდ სასურსათო მაღაზიიდან სახლამდე კვერცხის მიტანაა.