სოციალურ ჯგუფში „ევროპა“ Marina Axell Skondia წერს: „შვედი ქალი ბრუნდება სახლში და მატარებელს ელოდება. მან თავად იყიდა სენდვიჩი იმ შემთხვევაში, თუ მას მოუნდა ჭამა ღამით. მისი ღიმილი კამერაზე გამოიყურება ბუნებრივი და მისასალმებელი. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ .. ამ ქალის სახელია ილვა ჯულია მარგარეტა იოჰანსონი და ის შვედეთის შრომის მინისტრია. იგი ასევე არ მოგზაურობს ლიმუზინებით და […]
კატეგორია: მსოფლიო
ჯორჯ ფლოიდის ოჯახი 27 მილიონ დოლარს მიიღებს
მინეაპოლისმა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს, რომელიც დაკავების დროს სამართალდამცველის სისასტიკეს ემსხვერპლა, 27 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. „ბიბისის“ ცნობით, გადაწყვეტილება საქალაქო საბჭოს სხდომაზე ერთხმად მიიღეს. წინასწარი გარიგება ოჯახთან შეთანხმებით შედგა. ფლოიდის ოჯახმა ფედერალური სარჩელი ქალაქისა და იმ ოთხი სამართალდამცველის წინააღმდეგ შეიტანა, რომლებიც ფლოიდის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ოჯახის მტკიცებით, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასევე სამართალდამცველთა გაწვრთნის […]
ინდონეზიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა – 27 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში, დასავლეთ ჯავის პროვინციაში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტობუსში საშუალო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. მათგან 39 გადარჩა. მაშველებმა გადარჩენილი ადამიანები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავი იყო.
აშშ-ის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი გახდა
აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ მერიკ გარლანდის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. გარლანდის კანდიდატურის სასარგებლოდ ხმა 70-მა სენატორმა მისცა, 30 კი წინააღმდეგი წავიდა. აღსანიშნავია, რომ მომხრეებს შორის 20 რესპუბლიკელი სენატორიც იყო. დემოკრატები ყოფილ გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს ტრამპის პირადი და პოლიტიკური სახელით მოქმედებაში ადანაშაულებდნენ. სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, გარლანდი ”აცნობიერებს, რომ მთავარი […]
სტრასბურში ხანძარმა კომპანია ქლაუდის სერვერები გაანადგურა
ევროპის უმსხვილეს ქლაუდ სერვისების პროვაიდერი კომპანიის სტრასბურის განყოფილებაში გაჩენილმა ხანძარმა სერვერების ნაწილი გაანადგურა, ნაწილის მუშაობა კი დროებით გააჩერა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი 10 მარტს მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ ცენტრში გაჩნდა. მეხანძრეებმა ხანძრის გავრცელება აღკვეთეს და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყვეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. კომპანიამ განმარტა, რომ ხანძარმა, გაანადგურა ოთხიდან ერთი მონაცემთა ცენტრი, ხოლო […]
იტალიაში ასტრაზენეკას ვაქცინით 65 წელს გადაცილებულ პირთა აცრის ნება დართეს
იტალიამ ასტრაზენეკას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 65 წელს გადაცილებული პირებში გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა. სამინისტროს განმარტებით, ვაქცინის მიღება შესაძლებელია იტალიაში 18 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის, გარდა იმ პაციენტებისა, რომლებიც კონკრეტული პათოლოგიების მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან. ცნობისათვის, აქამდე იტალიის მთავრობაში აცხადებდნენ, რომ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების რეკომენდაციისთვის საკმარისი […]
ტრამპის ადმინისტრაციის წევრი კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის დააკავეს – ვინ არის ფედერიკო კლეინი
ტრამპის ადმინისტრაციის წევრი კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში დანიშნული თანამდებობის ერთ-ერთი პირი ფედერიკო კლეინი. გამოძიება 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებულ მოვლენებში მისი როლისა და მონაწილეობის თაობაზეა აღძრული. 42 წლის კლეინი ფედერალურმა აგენტებმა ვირჯინიაში დააკავეს. გფბ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალისა და მისი კონკრეტული მოქმედებების შესახებ დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. არც […]
ახალ ზელანდიაში 3 ძლიერი მიწისძვრა მოხდა
სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა ახალ ზელანდიაში. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 8 მაგნიტუდას გადააჭარბა. თავდაპირველად არსებობდა ცუნამის საშიშროება, თუმცა ამის შესახებ გაფრთხილება უკვე გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სანაპიროზე გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრს მიაღწიოს. მიწისძვრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსთავი 2
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 9 სამხედრო დაიღუპა, 4 დაშავდა
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბითლისის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, 9 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 4 დაშავდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ბინგიოლიდან ტატვანში მიემართებოდა. მასთან კავშირი შუადღით შეწყდა, რის გამოც უპილოტო საფრენი აპარატებით საძიებო სამუშაოები დაიწყო. დადგინდა, რომ ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. მომხდარის მიზეზებად ამინდის გაუარესება და ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. დაღუპულთაგან ერთ-ერთი ელიაზიგში თურქეთის […]
გერმანიაში ასტრაზენეკათი ყველა ასაკის ადამიანს აცრიან
გერმანია ასტრაზენეკას ვაქცინის მიმართ პოზიციას ცვლის და მის გამოყენებას 65 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელადაც გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლოდროინდელმა კვლევებმა საკმარისი მონაცემები უზრუნველყო იმისთვის, რომ ვაქცინა ყველა ასაკის მოქალაქის ვაქცინაციისთვის გამოიყენონ. მანამდე გერმანიამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების ნებართვა მხოლოდ 65 წლის ასაკამდე პირებისთვის გასცა, რის მიზეზადაც ქვეყანამ არასაკმარისი მონაცემების არსებობა […]









