სულ ცოტა, 8 ადამიანი დაშავდა 20 მარტს იაპონიაში მიწისძვრის შედეგად მიაგის და ივატეს პრეფექტურებში. ამის შესახებ რუსული მედია, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. ამავდროულად მიწისძვრამ არ იმოქმედა ატომური ელექტროსადგურების მუშაობაზე, რომლებიც ფუკუშიმას, მიაგისა და იბარაკის პრეფექტურებშია. იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მეტეოროლოგიური სამმართველო ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიაგის პრეფექტურასთან, […]
კატეგორია: მსოფლიო
ისლანდიაში მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა _ ფრენები შეწყდა
ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დედაქალაქ რეიკიავიკთან დაახლოებით 40 კილომეტრში, დიდი ხნის მიძინებული ვულკანი ამოიფრქვა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. იპნ-ის ცნობით, შემთხვევის გამო კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ამინდის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია. ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, ამოფრქვევის ტერიტორიასთან მიახლოვებისგან თავი შეიკავონ. ვულკანის ამოფრქვევის […]
ბაიდენი საპრეზიდენტო ბორტის ტრაპზე სამჯერ წაიქცა – ვიდეო
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება
სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს. “შეხვედრა მქონდა „აყვავებული სომხეთის“ ფრაქციის ლიდერ გაგიკ წარუკიანთან. შეხვედრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ არსებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო გზა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. იმ კონსულტაციების გათვალისწინებით, რაც მე მქონდა სომხეთის პრეზიდენტთან, ფრაქცია „ჩემი ნაბიჯთან“, „განათლებული სომხეთის“ ფრაქციის ლიდერთან, ედმონ მარუკიანთან, […]
ბაიდენი პუტინს დაემუქრა – “ის ამის საფასურს გადაიხდის”
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიგრანტებს მოუწოდებს აშშ-ში არ ჩავიდნენ. „დიახ, მე შემიძლია საკმაოდ ნათლად ვთქვა, არ ჩამოხვიდეთ. ჩვენ ახლა გადაწყობის პროცესში ვართ და ეს დიდ ხანს არ გასტანს. შესაძლებელი იქნება თავშესაფარი ადგილზევე მოითხოვოთ. ასე რომ, ნუ დატოვებთ თქვენს ქალაქებსა და დასახლებებს“, – აღნიშნა ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში. მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „საფასურს გადაიხდის“ 2020 წლის ამერიკის […]
გერმანიაში კოვიდით ინფიცირებამ 1 კვირაში 20%-ით მოიმატა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გასულ კვირაში 20% -ით გაიზარდა, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ ეპიდემიოლოგმა დირკ ბროკმანმა განაცხადა. „ზუსტად მესამე ტალღის მიჯნაზე ვიმყოფებით. ამაზე დავა აღარ შეიძლება. ჩვენ შევამსუბუქეთ შეზღუდვები და ეს ექსპონენციალურ ზრდას აჩქარებს”, – აღნიშნა ექსპერტმა. მისი თქმით, შეზღუდვის ზომების შემსუბუქება განსაკუთრებით უსარგებლო იყო ვირუსის ბრიტანული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების ზრდის […]
საფრანგეთმა ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერა
საფრანგეთის ვაქცინაციის კამპანიის ხელმძღვანელი, პროფესორი ალენ ფიშერი ფიქრობს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების შეჩერება დროებითია. როგორც ფიშერმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი ეფექტები გამოუვლინდათ, მცირეა. „რაც არ უნდა მოხდეს, ანალიზის საბოლოო ელემენტი სარგებელ-რისკია,“ – აღნიშნა საფრანგეთის ვაქცინაციის კამპანიის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, საფრანგეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ადამიანში […]
კასტექსი – “საფრანგეთში ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, ამიტომ ყველამ უნდა ავიცრათ”
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი აცხადებს, რომ ქვეყენაში კოვიდსიტუაცია არ უმჯობესდება და ინფიცირებულებისა და ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მატულობს. „მდგომარეობა არ უმჯობესდება, ინფიცირების უფრო მეტი და მეტი რაოდენობა გვაქვს და საავადმყოფოები პაციენტებით გადატვირთულია. მათი საშუალო ასაკი კი თანდათან მცირდება,“- განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა. მისივე თქმით, ქვეყანაში მესამე „ლოქდაუნის“ დაწესების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ. „ლოქდაუნის თავიდან ასაცილებლად ყველა იარაღი […]
ირლანდიაში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეჩერდა
ირლანდიის რესპუბლიკაში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეჩერდა. ირლანდიის იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული კომიტეტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ნორვეგიაში ვაქცინირებულ ზრდასრულ ადამიანებში სისხლის შედედების არაერთი გამოვლინება გახდა. გასულ კვირას ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება უსაფრთხოების მიზნით, დანიასა და ნორვეგიაშიც მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გააჟღერა ინფორმაცია ”თრომბოემბოლიური მოვლენების” 30 შემთხვევის დაფიქსირების შესახებ იმ 5 მილიონ ადამიანს შორის, […]
არგენტინის პრეზიდენტს თავს დაესხნენ
აქტივისტები არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესს თავს დაესხნენ.შემთხვევა ჩუბუტის რეგიონში მოხდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა წიაღისეულის მოპოვების შეჩერების მიზნით აქციას მართავდა. აქტივისტებმა პრეზიდენტის მიკროავტობუსი ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. დემონსტრანტებმა პრეზიდენტის მიკროავტობუსს ქვები ესროლეს, რა დროსაც ტრანსპორტის მინები ჩაიმსხვრა. შემთხვევის შედეგად პრეზიდენტი არ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ წიაღისეულის მოპოვების გამო არგენტინის ხელისუფლებამ 200-ზე მეტი სახლის დანგრევის […]









