საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელასონადან 20 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები საბერძნეთის მეზობელ ქვეყნებში – ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროშიც იგრძნობოდა. სტიქიურ უბედურებას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. იპნ
კატეგორია: მსოფლიო
სარკოზი საფრანგეთს სტრასბურის სასამართლოში უჩივლებს
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს. ექსპრეზიდენტის მტკიცებით, იგი ღრმა უსამართლობის მსხვერპლი გახდა და ზოგიერთი მოსამართლის პოლიტიკური მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დგას. ”მე სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრე, შესაძლოა, ამ ბრძოლის გაგრძელება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც მომიწიოს” – განაცხადა სარკოზიმ. ექსპრეზიდენტის განცხადებით, მისთვის მტკივნეული იქნება საკუთარი ქვეყნის მხილება. „საკუთარი […]
სტუდენტები მოაჯირს მიაწვნენ, რომელიც მოწყდა – 5 სტუდენტი დაიღუპა – ვიდეო
აშშ-მ რუსეთს ნავალნის დაპატიმრებისთვის სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთბულმა შტატებმა რუსეთს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში რუსეთის გენერალური პროკურორი, რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი და დუმის დეპუტატი ალექსანდრ კალაშნიკოვი მოხვდნენ. შეერთებული შტატები კრემლს ოპოზიცონერის დაუყოვნებლივ გათავისულებისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებით იმუქრება. ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა. რის შემდეგაც მოსკოვში […]
გერმანიაში ლოქდაუნის გახანგრძლივებას აპირებენ
გერმანია კორონავირუსის გამო დაწესებული ლოქდაუნის 28 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და 16 ფედერალური რეგიონის ლიდერების მოლაპარაკებების ხელშეკრულების პროექტში აღნიშნულია, რომ „ლოქდაუნი“ გახანგრძლივდება, თუმცა 8 მარტიდან გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდება. გერმანიაში კანცლერ ანგერლა მერკელსა და 16-ვე რეგიონის ხელმძღვანელებს შორის 10 თებერვალს მიღწეული შეთანხმების შედეგად, დაწყებითი კლასების მოსწავლეების უმრავლესობა ერთი კვირის წინ სკოლებში დაბრუნდა. ქვეყანაში, […]
ნიკოლა სარკოზის პარიზის სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა
პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – პირობითი სასჯელი. BBC-ის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს შეუძლია სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს, რომლის დროსაც მისი ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის საშუალებით განხორციელდება. 66 წლის სარკოზი მოსამართლე ჟილბერტ აზიბერტის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ბრალდების თანახმად, სარკოზმა მოსამართლეს, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით […]
“გადადგეს ფაშინიანი!” – ერევანში პარლამენტთან უვადო პროტესტი გამოცხადდა
სომხეთის პარლამენტის შენობასთან პრემიერ – მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის საპროტესტო აქცია უვადო იქნება. ამის შესახებ ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერმა, ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა არტურ ვანეციანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება ბაგრამიანის პროსპექტის ორივე მხრიდან ბლოკირების, აქციების უვადოდ გაგრძელების და ამ ადგილიდან ყველა პროცესის მართვის შესახებ“ , – განაცხადა ვანეციანმა. მან ქვეყნის მცხოვრებლებს მოუწოდა, […]
“სომხეთში გენშტაბი სამხედრო გადატრიალებას აპირებს” – ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი მოხსნა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს. ”გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად ვთვლი. ყველა ჩვენს მომხრეს რესპუბლიკის მოედანზე ვიწვევ. მალე მივმართავ ერს პირდაპირ ეთერში ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა, სადაც სამხედრო მაღალჩინოსნები ნიკოლ ფაშინიანის […]
კონგოში იტალიის ელჩი ლუკა ათანასიო მოკლეს
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერო-ს კოლონაზე თავდასხმის შედეგად კონგოში იტალიის ელჩი ლუკა ათანასიო გარდაიცვალა. გამოცემის ცნობით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდასხმას ელჩთან ერთად მყოფი პოლიციელის სიცოცხლეც ემსხვერპლა. „ელჩი და სამართალდამცავი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტაბილიზაციის მისიის კოლონაში ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. კოლონას შეიარაღებულმა […]
დენვერი-ჰონოლულუს ბორტი ჰაერში დაიშალა და დენვერში ავარიულად დაჯდა – ვიდეო
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოინგ 777 ფრენის დროს ნაწილებად დაიშალა. გაერთიანებული ავიახაზების თვითმფრინავი ავარიულად დენვერში დაეშვა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, დაზიანებული ძრავის ნაწილები დასახლებულ პუნქტებში ჩამოვარდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. გაფრენა დენვერიდან ჰონოლულუს მიმართულებით ხორციელდებოდა. როგორც ბორტის პირველადი დათვალიერებით გაირკვა, თვითმფრინავის ავარიული დაშვების მიზეზად ძრავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. ბორტზე 231 მგზავრი და ეკიპაჟის 10 […]










