სტრასბურში ხანძარმა კომპანია ქლაუდის სერვერები გაანადგურა

სტრასბურში ხანძარმა კომპანია ქლაუდის სერვერები გაანადგურაევროპის უმსხვილეს ქლაუდ სერვისების პროვაიდერი კომპანიის სტრასბურის განყოფილებაში გაჩენილმა ხანძარმა სერვერების ნაწილი გაანადგურა, ნაწილის მუშაობა კი დროებით გააჩერა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი 10 მარტს მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ ცენტრში გაჩნდა.

მეხანძრეებმა ხანძრის გავრცელება აღკვეთეს და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყვეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომპანიამ განმარტა, რომ ხანძარმა, გაანადგურა ოთხიდან ერთი მონაცემთა ცენტრი, ხოლო მეორე დააზიანა. დარჩენილი ორი კი გათიშეს, რომ ზიანი არ მისდგომოდა.

კომპანიამ განაცხადა, რომ კლიენტებს აცნობებს ხანძრის მიზეზებისა და შედეგების შესახებ.

კომპანია ქლაუდს, რომელიც 1999 წელს შეიქმნა, საფრანგეთში მონაცემთა 17 ცენტრი აქვს, მსოფლიოში კი -32.

კლიენტების ნაწილი აცხადებს, რომ მათი ვებგვერდები გაითიშა და ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა არ აქვთ.

ჯერჯერობით უცნობია, დაიკარგა თუ არა მონაცემები.

იპნ