კატეგორია: მსოფლიო

ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.3 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა ფილიპინების სამხრეთ პროვინციაში მოხდა. მისი სიღრმე 10 კილომეტრს შეადგენდა. აზიის ქვეყანა გეოლოგიურად აქტიურ ზონაშია და მიწისქვეშა ბიძგებს ხშირად განიცდის, განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილში. იპნ

31 იანვრიდან იტალიაში შეზღუდვები შემსუბუქდება

18 მაისიდან იტალიაში ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონები იხსნება

იტალიის ნაწილში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან მსუბუქდება, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, იტალიის ყველა რეგიონი, ხუთი რეგიონის გარდა, „ყვითელ“ ზონად გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის საათებში მუშაობას განაახლებენ ბარები და რესტორნები და შემსუბუქდება მგზავრობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. „ნარინჯისფერ ზონაში“ ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი რეგიონი: აპულია, სარდინია, სიცილია, უმბრია […]

საფრანგეთი 31 იანვრიდან საქართველოსთან საზღვარს კეტავს – ჟან კასტექსი

საფრანგეთის პრემიერი კასტექსი თვითიზოლაციაში გადავიდა

საფრანგეთი საქართველოსა და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებისთვის ხვალიდან საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა. მისი განმარტებით, შეზღუდვა არააუცილებლობით გამოწვეულ მგზავრობას შეეხება. ამასთან, საფრანგეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ევროკავშირისთვისაც ამკაცრებს. კერძოდ, ბლოკის ნებისმიერი ქვეყნიდან საფრანგეთში შესვლისას მოქალაქემ პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. ეს წესი მანამდე საფრანგეთში მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზით შემავალ მგზავრებს […]

98 წლის იტალიელმა ქალმა საკერავ მანქანაში ნახევარი მილიონი ევროს ობლიგაციები იპოვა

98 წლის იტალიელმა ქალმა საკერავ მანქანაში ნახევარი მილიონი ევროს ობლიგაციები იპოვა

რომის მკვიდრმა, 98 წლის მარიამ შემთხვევით სახლში თავისი აწ გარდაცვლილი ქმრის პროცენტიანი ობლიგაცია იპოვა, რომლისთვისაც ახლა 475 ათასი ევრო შეუძლია მიიღოს. მარიას ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა და, ექიმების რეკომენდაციით, მოხუცი ქალი თავის დიდ სახლში იყო თვითიზოლაციაში, სადაც ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. იგი თავს ცუდად არ გრძნობდა და გადაწყვიტა, ეს დრო ნაყოფიერად გამოეყენებინა, […]

იტალიელი ექიმი კოვიდპაციენტების განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

იტალიელი ექიმი კოვიდპაციენტების განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

იტალიის ქალაქ მონტიკიარის (ბრეშიის პროვინცია, ლომბარდია) გადაუდებელი დახმარების საავადმყოფოს მთავარი ექიმი კარლო მოსკა ეჭვმიტანილია კოვიდპაციენტების განზრახ მკვლელობაში, სავარაუდოდ, საწოლების გათავისუფლებისა და ექიმების დატვირთვის შემცირების მიზნით,. გამოძიების ვერსიით, ექიმს წინასწარგანზრახვით შეყავდა კოვიდპაციენტების ორგანიზმში პრეპარატი, რომელიც სუნთქვის ფუნქციას აქვეითებდა. მისი ქმედებების შედეგად, სულ მცირე, 2 პაციენტი დაიღუპა. პაციენტების მკვლელობის ზუსტი მოტივები ჯერჯერობით დაუდგენელია. მოსკა ბრალს არ აღიარებს. […]

გერმანიასთან ფრენები თითქმის ნულამდე შემცირდება – ჰორსტ ზიჰოფერი

გერმანიასთან ფრენები თითქმის ნულამდე შემცირდება - ჰორსტ ზიჰოფერი

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზიჰოფერის განცხადებით, კორონავირუსის ახალი სახეობებისგან გამოწვეული საფრთხის გამო, გერმანია იძულებულია, მკაცრი ზომების დაწესების საკითხი განიხილოს. „ვირუსის მრავალი მუტაციით გამოწვეული საშიშროება გვაიძულებს, მკაცრი ზომები განვიხილოთ. ეს მოიცავს მნიშვნელოვნად გამკაცრებულ სასაზღვრო კონტროლს, ეს განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებთან საზღვრებს ეხებათ, ასევე გერმანიასთან საჰაერო მიმოსვლის თითქმის ნულამდე შემცირებას, როგორც ამას ისრაელი აკეთებს,“ – განაცხადა […]

ჯო ბაიდენი – “ზაფხულის ბოლომდე აშშ-ში 300 მილიონი მოქალაქე აიცრება”

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი და პროგრამები დღითიდღე უმჯობესდება, რის ფონზეც შესაძლებელი იქნება, რომ ზაფხულის ბოლომდე აშშ-ს 300 მილიონამდე მოქალაქე იქნეს აცრილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით. იგი აღნიშნავს, რომ პფაიზერისა და მოდერნასგან იგეგმება დამატებით 200 მილიონი დოზა ვაქცინის შეძენა. „ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რათა 300 მილიონამდე ამერიკელი ზაფხულის დასასრულისთვის შემოდგომის […]

იტალიის პრემიერმა კონტემ პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა

კონტე - "იტალიამ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა, ვაქცინის აღმოჩენას ვერ დაველოდებით"

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას, გადადგომის თხოვნით მიმართა. კონტეს იმედი აქვს, ახალი კოალიციის ფორმირებისა და საპარლამენტო უმრავლესობის აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერჯიო მატარელა, „პოლიტიკური წყლების მოსინჯვის“ მიზნით, ოთხშაბათიდან პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს. თუკი პრეზიდენტი ჩათვლის, რომ კონტეს საჭირო მხარდაჭერა აქვს, პრეზიდენტი მას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს მისცემს იმისთვის, რომ შეთანხმებას მიაღწიოს […]

5 ადამიანი მოკლული იპოვეს, მათ შორის ორსული ქალია – რა მოხდა აშშ-ში

5 ადამიანი მოკლული იპოვეს, მათ შორის ორსული ქალია - რა მოხდა აშშ-ში

აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში გუშინ დილით მომხდარ სროლას 5 ადამიანის, მათ შორის ორსულის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულები ქალაქის ჩრდილოეთში მდებარე სახლში იპოვეს. ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტის შედეგად ერთი არასრულწლოვანი მძიმედ არის დაჭრილი. ქალაქის მერმა მომხდარი „მასობრივ მკვლელობად“ შეაფასა, ინდიანაპოლისის პოლიციის უფროსმა კი მას ბოლო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქალაქში მომხდარი ყველაზე მასშტაბური მასობრივი სროლა უწოდა. სამართალდამცავების ცნობით, […]

ამსტერდამში ნარკობარონი ცე ჩი ლოპი დააკავეს

ამსტერდამში ნარკობარონი ცე ჩი ლოპი დააკავეს

ჰოლანდიის პოლიციამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკობარონი, ცე ჩი ლოპი, ამსტერდამის აეროპორტში დააკავა. ნარკოტიკებით მოვაჭრე წარმოშობით ჩინეთიდანაა, თუმცა კანადის მოქალაქეობა აქვს. ცე ჩი ლოპზე საერთაშორისო ძებნა ავსტრალიას ჰქონდა გამოცხადებული. ნარკობარონს, რომელიც ავსტრალიაში ნარკოტიკების შესვლის 70%-ს აკონტროლებდა, 10 წელზე მეტია უთვალთვალებდნენ. ცე ჩი ლოპს ხშირად აზია-წყნარი ოკეანის „ელ-ჩაპოს“ უწოდებდნენ. იპნ