ბელარუსის სასამართლომ ორ ბელარუს ჟურნალისტს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გადაღების გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააგენტოს ცნობით, დაპატიმრებულები პოლონური ტელეკომპანია ბელსატის თანამშრომლები არიან. 27 წლის კატერინა ანდრეევა და 24 წლის დარია ჩულცოვა საკუთარ ბინაში დააკავეს, საიდანაც ისინი ერთ-ერთი დემონსტრანტის გარდაცვალების გამო გამართული საპროტესტო აქციის გადაღებას აწარმოებდნენ. ჟურნალისტები საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაადანაშაულეს. ბრალდების მხარემ […]
კატეგორია: მსოფლიო
გერმანიაში კოვიდით ინფიცირებულთა 22% “ბრიტანულ” ვარიანტზე მოდის
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 22% „ბრიტანულ“ ვარიანტზე, B117-ზე, მოდის, – ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი 2 კვირის წინ 6%-ს შეადგენდა. იენს შპანის განმარტებით, გერმანიამ უნდა დაუშვას ის, რომ აღნიშნული ვარიანტი მალე დომინანტური გახდება. მინისტრმა რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ე.წ. „ბრიტანული ვარიანტით“ დაინფიცირების მაჩვენებელი ყოველ კვირაში […]
თავდასხმა სკოლაზე – ნიგერიაში მოსწავლეები და პედაგოგი გაიტაცეს
ნიგერიაში, ნიგერის შტატის კაგარას რაიონში მდებარე ერთ-ერთ საშუალო სკოლაში დაუდგენელი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ათობით მოსწავლე და მასწავლებელი გაიტაცეს. სკოლაზე თავდასხმას ერთი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. სკოლის გატაცებული თანამშრომლებისა და მოსწავლეების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ორი თვის წინ კაცინას შტატის ჩრდილო – დასავლეთ ნაწილში მდებარე სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა 350 მოსწავლე გაიტაცეს, რომლებიც მოგვიანებით უსაფრთხოების ძალებმა გადაარჩინეს. იპნ
ისრაელში კოვიდზე აცრილი მოქალაქებისთვის სასტუმროები და სპორტდარბაზები გაიღება
ისრაელი 21 თებერვლიდან, სასტუმროებისა და სპორტდარბაზების იმ მოქალაქეებისთვის გაღებას გეგმავს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად არიან ვაქცინირებული ან კორონავირუსი გადატანილი აქვთ. ისრაელი 27 დეკემბერს დაწესებული კარანტინის რეჟიმის თანდათან შემსუბუქებას კვირიდან, მოლების, ღია ტიპის ბაზრობების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გახსნით დაიწყებს. ისეთ დაწესებულებებში შესვლის უფლება, როგორიც სასტუმროები და სპორტდარბაზებია, ე.წ. „მწვანე პასპორტების“ მფლობელებს ექნებათ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციაშია […]
კატალონიის არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრეებმა გაიმარჯვეს
კატალონიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიებმა 50%-იანი ბარიერი გადალახეს. ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მემარცხენე პარტია “ესქერა რეპუბლიკანა დე კატალუნია” რეგიონულ მთავრობას უხელმძღვანელებს. არჩევნებზე აქტივობა 53 პროცენტი იყო. კატალონიის სეპარატისტული პარტიების ხელმძღვანელები ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს მოუწოდებენ, დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. კატალონიაში ბოლოს არჩევნები 2017 წელს მას შემდეგ ჩატარდა, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ რეგიონში […]
გვინეამ ებოლას ეპიდემია გამოაცხადა
გვინეამ ოფიციალურად გამოაცხადა, ებოლას ეპიდემიის თაობაზე. ამის შესახებ BBC-ი წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს მას შემდეგ, მოხდა, რაც ქვეყანაში სამი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულია რამდენიმე ადამიანი. ამასთან, ცნობილია, რომ გვინეას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს. 2013-2016 წლებში 11000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ეპიდემიით დასავლეთ აფრიკაში. ებოლა გვინეაში დაიწყო.
აშშ-ის სენატმა ტრამპს იმპიჩმენტი არ გამოუცხადა – მას 10 ხმა დააკლდა
აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ბრალდებაში გაამართლა. ყოფილი პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 43-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო. იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდებოდა – 100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა. შესაბამისად, იმპიჩმენტის გამოცხადებას 10 ხმა დააკლდა. 11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის […]
იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
13 თებერვალს იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ფუკუშიმასა და მიაგის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად 124 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულების უმეტესობას ძირითადად მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. იაპონიის პრემიერ-მინისტრის ოიშიჰიდე სუგას თქმით, მიწისძვრის შედეგად ატომური ობიექტი არ დაზიანებულა. მისი თქმით, მიწისძვრას შესაძლოა განმეორებითი ბიძგები მოჰყვეს, რის გამოც ის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. იპნ
მარიო დრაგი იტალიის ახალი პრემიერი გახდა
ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ ხელმძღვანელი, მარიო დრაგი იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს დათანხმდა და ახალი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა. „პრეზიდენტი სერჯიო მატარელა პროფესორ მარიო დრაგის შეხვდა, რომელმაც თანხმობა გამოაცხადა, მთავრობას უხელმძღვანელოს, რომლის შემადგენლობაც მან პრეზიდენტს წარუდგინა“, – ნათქვამია იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. მანამდე მარიო დრაგიმ იტალიის პარლამენტში წარმოდგენილ წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები გამართა და მათი მხარდაჭერა მიიღო. 13 თებერვალს მარიო […]
ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი მაგნიტი აფეთქდა
ვლადიკავკაზში სუპერმარკეტი აფეთქდა – შემთხვევის შედეგად შენობა სრულად განადგურდა. აფეთქება გაგკაევის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ მაგნიტში მოხდა. აფეთქების დროს, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, სუპერმარკეტი დაკეტილი იყო და მასში მომხმარებლები არ იმყოფებოდნენ. მაშველებმა აღმოაჩინეს 33 წლის მამაკაცი, რომელმაც ნანგრევებიდან გამოსვლა მოახერხა. ის თავს კარგად გრძნობს. “ჩემ გარდა იქ არავინ იყო” – უთხრა ზურაბ ზასეევმა ჟურნალისტებს.










