98 წლის იტალიელმა ქალმა საკერავ მანქანაში ნახევარი მილიონი ევროს ობლიგაციები იპოვა

98 წლის იტალიელმა ქალმა საკერავ მანქანაში ნახევარი მილიონი ევროს ობლიგაციები იპოვარომის მკვიდრმა, 98 წლის მარიამ შემთხვევით სახლში თავისი აწ გარდაცვლილი ქმრის პროცენტიანი ობლიგაცია იპოვა, რომლისთვისაც ახლა 475 ათასი ევრო შეუძლია მიიღოს.

მარიას ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა და, ექიმების რეკომენდაციით, მოხუცი ქალი თავის დიდ სახლში იყო თვითიზოლაციაში, სადაც ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. იგი თავს ცუდად არ გრძნობდა და გადაწყვიტა, ეს დრო ნაყოფიერად გამოეყენებინა, ძველი ნივთები გადაერჩია და დაელაგებინა.

შობამდე ცოტა ხნით ადრე მარია ძველ საკერავ მანქანას მიადგა და მის ქვედა ნაწილში 50 მილიონი ლირის ღირებულების ობლიგაცია იპოვა, რომელიც იტალიის ფოსტის მიერ 1986 წლის 13 იანვარს არის გამოშვებული.

ობლიგაცია მისმა აწ გარდაცვლილმა ქმარმა, არმიის გადამდგარმა ოფიცერმა, შეიძინა და საიმედო ადგილას დამალა. ქალბატონმა მარიამ იცოდა ამ ობლიგაციის შესახებ, თუმცა რაღაც დროის შემდეგ გადაავიწყდა, ამასობაში კი ამ ფასიანი ქაღალდის ღირებულება 19-ჯერ გაიზარდა: ახლა ობლიგაციისთვის მარიას უზარმაზარი თანხის – 475 ათასი ევროს მიღება შეუძლია.

მარიას ქალიშვილმა თავდაპირველად დედის ნათქვამი არ დაიჯერა – მისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ დაავიწყდა დედამისს ასეთი მნიშვნელოვანი ფასიანი ქაღალდის არსებობა, თუმცა ფაქტი უტყუარი აღმოჩნდა.

ნოსტალ.ჯი