ამსტერდამში ნარკობარონი ცე ჩი ლოპი დააკავეს

ამსტერდამში ნარკობარონი ცე ჩი ლოპი დააკავესჰოლანდიის პოლიციამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკობარონი, ცე ჩი ლოპი, ამსტერდამის აეროპორტში დააკავა.

ნარკოტიკებით მოვაჭრე წარმოშობით ჩინეთიდანაა, თუმცა კანადის მოქალაქეობა აქვს.

ცე ჩი ლოპზე საერთაშორისო ძებნა ავსტრალიას ჰქონდა გამოცხადებული.

ნარკობარონს, რომელიც ავსტრალიაში ნარკოტიკების შესვლის 70%-ს აკონტროლებდა, 10 წელზე მეტია უთვალთვალებდნენ.

ცე ჩი ლოპს ხშირად აზია-წყნარი ოკეანის „ელ-ჩაპოს“ უწოდებდნენ.

იპნ