წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში 10 თებერვალს 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ახალ ზელანდიასა და ფიჯისთვის არსებობდა ცუნამის საშიშროება.
კატეგორია: მსოფლიო
ამერიკელი სენატორების უმრავლესობა მოუწოდებს ბაიდენს მიიღოს ზომები თურქეთში არსებულ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში
ვაშინგტონი (როიტერი) – შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა უმრავლესობამ სამშაბათს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა გაატაროს შესაბამისი ზომები თურქეთში არსებული ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. 100 სენატორიდან ორმოცდათოთხმეტმა ხელი მოაწერა შესაბამის დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია ის ფაქტი, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ახდენს შიდა ოპოზიციის მარგინალიზებას, ახორციელებს ზეწოლას კრიტიკულ მედიაზე, აპატიმრებს ჟურნალისტებს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელ მოსამართლეებს. „მოგიწოდებთ, […]
გერმანია შეზღუდვებს 14 მარტამდე ახანგრძლივებს
გერმანია კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების 14 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს,- მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანცლერ ანგელა მერკელსა და 16 ფედერალური მიწის ლიდერებს შორის დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების პროექტშია აღნიშნული. Reuers-ი წერს, რომ ბოლო პერიოდში გერმანიაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი კლებულობს, თუმცა ქვეყანაში ვირუსის უფრო გადამდები ვარიანტების გავრცელებასთან დაკავშირებით შეშფოთება არსებობს. „ძალიან მყიფე სიტუაცია გვაქვს. სხვა ქვეყნების, მაგალითად, […]
ქარიშხალი სტამბოლში – მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა შენობების სახურავები
თურქეთის უდიდეს ქალაქს სტამბოლს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქარიშხალმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა შენობების სახურავები. ერთ-ერთი მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო ქალაქში საბორნე გადაზიდვები შეჩერდა. სტამბოლის საზღვაო და ავტობუსების კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარიშხლის გამო ზოგიერთი სერვისი გაუქმდა. იპნ
,,თალიბანის” ლიდერმა მოჯაჰიდები AstraZeneca ვაქცინით აცრა
ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.3 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა ფილიპინების სამხრეთ პროვინციაში მოხდა. მისი სიღრმე 10 კილომეტრს შეადგენდა. აზიის ქვეყანა გეოლოგიურად აქტიურ ზონაშია და მიწისქვეშა ბიძგებს ხშირად განიცდის, განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილში. იპნ
31 იანვრიდან იტალიაში შეზღუდვები შემსუბუქდება
იტალიის ნაწილში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან მსუბუქდება, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, იტალიის ყველა რეგიონი, ხუთი რეგიონის გარდა, „ყვითელ“ ზონად გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის საათებში მუშაობას განაახლებენ ბარები და რესტორნები და შემსუბუქდება მგზავრობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. „ნარინჯისფერ ზონაში“ ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი რეგიონი: აპულია, სარდინია, სიცილია, უმბრია […]
საფრანგეთი 31 იანვრიდან საქართველოსთან საზღვარს კეტავს – ჟან კასტექსი
საფრანგეთი საქართველოსა და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებისთვის ხვალიდან საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა. მისი განმარტებით, შეზღუდვა არააუცილებლობით გამოწვეულ მგზავრობას შეეხება. ამასთან, საფრანგეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ევროკავშირისთვისაც ამკაცრებს. კერძოდ, ბლოკის ნებისმიერი ქვეყნიდან საფრანგეთში შესვლისას მოქალაქემ პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს. ეს წესი მანამდე საფრანგეთში მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზით შემავალ მგზავრებს […]
98 წლის იტალიელმა ქალმა საკერავ მანქანაში ნახევარი მილიონი ევროს ობლიგაციები იპოვა
რომის მკვიდრმა, 98 წლის მარიამ შემთხვევით სახლში თავისი აწ გარდაცვლილი ქმრის პროცენტიანი ობლიგაცია იპოვა, რომლისთვისაც ახლა 475 ათასი ევრო შეუძლია მიიღოს. მარიას ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა და, ექიმების რეკომენდაციით, მოხუცი ქალი თავის დიდ სახლში იყო თვითიზოლაციაში, სადაც ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. იგი თავს ცუდად არ გრძნობდა და გადაწყვიტა, ეს დრო ნაყოფიერად გამოეყენებინა, […]
იტალიელი ექიმი კოვიდპაციენტების განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
იტალიის ქალაქ მონტიკიარის (ბრეშიის პროვინცია, ლომბარდია) გადაუდებელი დახმარების საავადმყოფოს მთავარი ექიმი კარლო მოსკა ეჭვმიტანილია კოვიდპაციენტების განზრახ მკვლელობაში, სავარაუდოდ, საწოლების გათავისუფლებისა და ექიმების დატვირთვის შემცირების მიზნით,. გამოძიების ვერსიით, ექიმს წინასწარგანზრახვით შეყავდა კოვიდპაციენტების ორგანიზმში პრეპარატი, რომელიც სუნთქვის ფუნქციას აქვეითებდა. მისი ქმედებების შედეგად, სულ მცირე, 2 პაციენტი დაიღუპა. პაციენტების მკვლელობის ზუსტი მოტივები ჯერჯერობით დაუდგენელია. მოსკა ბრალს არ აღიარებს. […]









