ქარიშხალი სტამბოლში – მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა შენობების სახურავები

ქარიშხალი სტამბოლში - მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა შენობების სახურავებითურქეთის უდიდეს ქალაქს სტამბოლს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქარიშხალმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა შენობების სახურავები. ერთ-ერთი მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი ქარის გამო ქალაქში საბორნე გადაზიდვები შეჩერდა.

სტამბოლის საზღვაო და ავტობუსების კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარიშხლის გამო ზოგიერთი სერვისი გაუქმდა.

იპნ