კატეგორია: მსოფლიო

ინდონეზიაში ჯაკარტა-პონტიანაკის ბორტი გაუჩინარდა – ზღვაში ბორტის ნარჩენები იპოვეს

ინდონეზიაში ჯაკარტა-პონტიანაკის ბორტი გაუჩინარდა - ზღვაში ბორტის ნარჩენები იპოვეს

ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს. ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებულ სამგზავრო თვითმფრინავში -„ბოინგ 737-500“-ში, 62 ადამიანი იმყოფებოდა, – ამის შესახებ […]

ტვიტერმა პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში საბოლოოდ დახურა

ტრამპი - ”ალ ბაღდადმა შაჰიდის ქამრით თავი აიფეთქა. მისი სხეული დანაწევრდა და გვირაბი ჩამოიშალა”

ტვიტერმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილება „ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის“ გამო მიიღეს. ”@RealDonaldTrump ანგარიშზე ბოლო დროს განთავსებული ტვიტებისა და მათ გარშემო არსებული კონტექსტის ზედმიწევნით განხილვის შემდეგ, ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო ანგარიში სამუდამოდ დავხურეთ,” – ნათქვამია “ტვიტერის“ განცხადებაში. მანამდე კომპანიამ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათით […]

ჯო ბაიდენი – „ტრამპი ქვეყნის სირცხვილია“

ბაიდენს 52% უჭერს მხარს, ტრამპს - 40%

“ერთ ერთი იმ ცოტა საკითხს შორის, რაზეც მე და ის ერთმანეთს ვეთანხმებით”- ასე შეაფასა ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ის ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. “კარგია, თუ არ გამოჩნდება” – უთხრა ბაიდენმა პარასკევს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე კაბინეტის წევრების წარდგენის შემდეგ. “მან გადააჭარბა ჩემს ყველაზე ცუდ წარმოდგენასაც კი მის შესახებ. ის ქვეყნის სირცხვილია, მთელ […]

აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოლეგიის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. არის მსხვერპლი. დაკავებულია 50-მდე ადამიანი. იპნ

ჯო ბაიდენი – “ეს ამბოხებაა!”

ბაიდენს 52% უჭერს მხარს, ტრამპს - 40%

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმთან მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა. ჯო ბაიდენის განცხადებით, ის შოკირებული და დამწუხრებულია, რომ ქვეყანა ასეთ „ბნელ მომენტამდე“ მივიდა, თუმცა დასძინა, რომ როგორც სხვა ისტორიული მომენტების დროს, ამერიკა ამჯერადაც გაიმარჯვებს. „მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობა უნდა მოხდეს დემოკრატიის, პატივისცემის, კანონის უზენაესობის და უბრალო თავაზიანობის აღდგენის მიმართულებით. ომისა და კონფლიქტების გავლით, […]

აშშ-ის კონგრესში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ – ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

აშშ-ის კონგრესში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ - ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კაპიტოლიუმში მიმდინარე მოვლენების გამო აშშ-ის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა – მერის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი 1 დღის განმავლობაში გაგრძელდება. აშშ-ის კონგრესში, სადაც დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და კანონმდებლები ევაკუირებულები არიან. კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ქალი დაჭრეს, მას ჭრილობა მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. რამდენიმე სამართალდამცველმა სხეულის დაზიანება მიიღო, რამდენიმე მათგანის […]

დღეიდან თებერვლის შუამდე ინგლისი მთლიანად იკეტება

ბორის ჯონსონი კონსერვატორების არჩევნებში კვლავ ლიდერობს

ინგლისში დღეიდან ახალი საყოველთაო ლოკდაუნი ამოქმედდება, რომელიც სულ მცირე თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, – შესაბამისი განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა. ახალი შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეები ვალდებულები არიან სახლში დარჩნენ და აუცილებელი შემთხვევების გარდა საცხოვრებელი არ დატოვონ. ამასთან, სკოლები და კოლეჯები იხურება და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. რესტორნებს შეუძლიათ მომხმარებლებს საკვების მიწოდების სერვისით მოემსახურონ. იხურება […]

თურქეთში 5 ტერორისტი გაანეიტრალეს

თურქეთში 5 ტერორისტი გაანეიტრალეს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირნაკის პროვინციაში 5 ტერორისტი გაანეიტრალეს. ამ ინფორმაციას გამოცემა Anadolu თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, ტერორისტები შეიარაღებულები იყვნენ და დამატებითი აღჭურვილობა გამოქვაბულში ჰქონდათ განთავსებული. გამოცემის მიხედვით, ჯერჯერობით დადასტურებული არაა არიან თუ არა ტერორისტები ქურთ მუშათა პარტიის (PKK) წევრები. “ანადოლუ” წერს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ქურთ მუშათა პარტიის ტერორისტებმა თურქეთის, […]

აფეთქება იემენის აეროპორტში

აფეთქება იემენის აეროპორტში

იემენში, ქალაქ ადენის აეროპორტში აფეთქებისა და სროლის ხმები ისმოდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში იემენის თვითმფრინავი დაეშვა, რომელშიც ახალი მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. ბორტი საუდის არაბეთიდაბ ჩაფრინდა ადენში. მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის პრემიერ- მინისტრი მაინ აბდულმალიკი, ქალაქში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში უსაფრთხოდ გადაიყვანეს. თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია ათეულობით მოქალაქე. ახლად შექმნილი მთავრობა პრეზიდენტ […]

ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა

ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა

ხორვატიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 20 პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. ქალაქ პეტრინიაში დასახმარებლად ჯარი გაგზავნეს. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა და დაზიანდა. მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა. ეს იყო […]