ინდონეზიაში ჯაკარტა-პონტიანაკის ბორტი გაუჩინარდა – ზღვაში ბორტის ნარჩენები იპოვეს

ინდონეზიაში ჯაკარტა-პონტიანაკის ბორტი გაუჩინარდა - ზღვაში ბორტის ნარჩენები იპოვესინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს.

ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებულ სამგზავრო თვითმფრინავში -„ბოინგ 737-500“-ში, 62 ადამიანი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები პორტალ Air Live-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, გაუჩინარებული თვითმფრინავის ბორტზე 56 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო.

დაკარგულ მგზავრებს შორის 10 ბავშვია.