კატეგორია: მსოფლიო

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო გერმანიის გეომეცნიერების ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხუანის პროვინციის სამხრეთით 40 კმ-ში დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. იპნ

იაპონიაში ერთმანეთს 130 მანქანა შეეჯახა

მასშტაბური ავარია იაპონიაში – მიაგის პრეფექტურაში ერთ-ერთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ერთმანეთს 130 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ინციდენტი ძლიერმა ქარბუქმა გამიწვია. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში დიდითოვლობის გამო პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ქვეყანაში ნალექის გაორმაგებული რაოდენობა მოვიდა. რუსთავი 2

ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს – “ეს ბოლო 5 თვეში ჩემთვის საუკეთესო დღეა”

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს პოლიციამ აიყვანა. რუსული “დოჟდის” ცნობით, ის დაკავებულია.  ნავალნის ადვოკატს, რომელსაც პოლიტიკოსის დოკუმენტაცია ეკავა, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებები, მასთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს. დაკავებისას ალექსეი ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელთან ერთადაც ის გერმანიიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ჩასვლის შემდეგ, დაკავებამდე,  ნავალნიმ თქვა, რომ ის […]

ნავალნის ბორტი, მიმართულების შეცვლის შემდეგ, შერემეტიევოში დაჯდა

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი მოსკოვში დაფრინდა. მისი თვითმფრინავი, მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდა. მანამდე მას მხარდამჭერები მოსკოვის ვნუკოვის აეროპორტში ელოდებოდნენ. თუმცა, თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვისკენ მიემართებოდა, გეზი შეიცვალა. ვნუკოვოს აეროპორტი თვითმფრინავების დაფრენისთვის დაიხურა. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებოდნენ, პოლიცია იყო მობილიზებული. რუსული მედია იუწყება, რომ იქ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნავალნის […]

ბორტმა, რომლითაც ნავალნი რუსეთში ბრუნდება, მიმართულება შეცვალა

თვითმფრინავი, რომელიც ბერლინი-მოსკოვის რეისს ასრულებს, რუსეთის საჰაერო სივრცეშია, თუმცა მოსკოვთან მიმართულება შეიცვალა – სხვადასხვა რუსული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავი დაგეგმილი “ვნუკოვოს” აეროპორტის ნაცვლად, “შერემეტიევოში” დაჯდება. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ალექსეი ნავალნი, შესაძლოა, დააკავონ, რუსეთის საგამოძიებო უწყებები მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან და მის დაპატიმრებას ითხოვენ. Tvrain.ru წერს, რომ “ვნუკოვოს” მოფრენის ზონიდან ხალხის გაყვანა მოხდა და იქ გაუმჭვირვალე […]

ბაიდენის ინაუგურაციის დღეს აშშ-ში მასობრივი შეტაკებებია მოსალოდნელი

ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით აშშ-ის 50-ვე შტატში შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს – ამ ინფორმაციას გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს. გფბ-ს თქმით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეცდებიან, არეულობა მოაწყონ, რის გამო 20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციის დაწყებამდე ვაშინგტონში ქუჩების უმეტესობა დაიკეტება. ტრამპის მომხრეთა შეიარაღებული მარშის მოწყობა 50-ვე შტატში იგეგმება. ვაშინგტონის ცენტრალური ნაწილი უკვე ბლოკირებულია. დედაქალაქში მართლწესრიგს ეროვნული […]

საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა – საღამოს 6-ის მერე სახლიდან ვერ გახვალთ

კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით ამიერიდან მოსახლეობას 18:00-დან 06:00-მდე ქუჩაში გამოსვლა ეკრძალება. ამასთან ევროკავშირის ქვეყნების გარდა საფრანგეთში შესულმა ნებისმიერმა უცხოელმა კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს და 1 კვირით იზოლაციაში გადავიდეს. პანდემიის დაწყებიდან საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 2.89 მილიონს მიაღწია და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილას იმყოფება. საფრანგეთში […]

ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 45 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 45-მდე, დაშავებულთა კი ათასამდე გაიზარდა. სულავესის კუნძულზე 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. დაინგრა და დაზიანდა სახლები, გზები, ხიდები, საკომუნიკაციო ქსელები. მიწისძვრის გამო. 15.000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. რუსთავი 2

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი „ამბოხის წახალისებაში” ედება. მედიის ინფორმაციით, იმპიჩმენტს ხმა მინიმუმ 217-მა მისცა, მათ შორის ცხრა “რესპუბლიკელია”. ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, […]

გერმანიაში შესვლის წესები 14 იანვრიდან მკაცრდება

გერმანია, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 14 იანვრიდან ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს. კერძოდ, ნებისმიერ პირს, რომელიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის რომელიმე ქვეყნიდან შედის, გერმანიაში შესვლიდან არაუგვიანეს 48 საათში მოუწევს დაამტკიცოს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული არ არის. პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებიდან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან და სამხრეთ აფრიკიდან, შესვლის მსურველებმა კი, კორონავირუსზე ჩატარებული […]