ჯო ბაიდენი – „ტრამპი ქვეყნის სირცხვილია“

ჯო ბაიდენი - „ტრამპი ქვეყნის სირცხვილია““ერთ ერთი იმ ცოტა საკითხს შორის, რაზეც მე და ის ერთმანეთს ვეთანხმებით”- ასე შეაფასა ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ის ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.

“კარგია, თუ არ გამოჩნდება” – უთხრა ბაიდენმა პარასკევს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე კაბინეტის წევრების წარდგენის შემდეგ.

“მან გადააჭარბა ჩემს ყველაზე ცუდ წარმოდგენასაც კი მის შესახებ. ის ქვეყნის სირცხვილია, მთელ მსოფლიოში შეგვარცხვინა, არ იმსახურებს ამ თანამდებობის დაკავებას”, – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ მოხარულია ვიცე-პრეზიდენტ, მაიკ პენსის გადაწყვეტილებით, რომ ინაუგურაციას დაესწროს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გავხდეთ ისტორიული პრეცედენტის მომსწრეები, თუ როგორ ხდება ადმინისტრაციის ცვლილებები.

სენატში კი დემოკრატები ამზადებენ დოკუმენტებს ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ, რომელსაც ოფიციალურად ორშაბათს წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი. დონალდ ტრამპმა კი გუშინ, 8 იანვარას განაცხადა, რომ ინაუგურაციის ცერემონიალს არ დაესწრება. თუ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი მართლაც ასე მოიქცა, ის აშშ–ის ისტორიაში, ჯონ ადამსის, ჯონ ქუინსის და ენდრიუ ჯონსონის შემდეგ, მე–4 პრეზიდენტი გახდება, ვინც ძალაუფლების გადაბარებას არ დაესწრო.

20 იანვარს ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებას აპირებენ, ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი და ჯორჯ ბუში.

ძალადობის წაქესების რისკის გამო კი Twitter-მა ტრამპის გვერდი სამუდამოდ დაბლოკა.