კატეგორია: მსოფლიო

ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა

ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა

BBC წერს, რომ სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, ავტობუსი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები საკარანტინო დაწესებულებაში გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა. დაღუპულია 27 და დაშავებულია 20 მგზავრი. ავარიამ მოსახლეობის იმ ნაწილის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია, რომელიც ქვეყნის „ნულოვანი კოვიდპოლიტიკის“ წინააღმდეგია. „მკაცრი პოლიტიკა გულისხმობს მასობრივ ტესტირებასა და მონიტორინგს. მათი ახლო კონტაქტები, ვისაც ვირუსი უდგინდება, სახლში ან საკარანტინო დაწესებულებაში, იზოლაციაში უნდა იყვნენ“, […]

სვატოვოში 200 რუსი ოკუპანტი დაიღუპა

14 წლის გოგო, რომელიც 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ახლა ორსულად არის

სვატოვოში მიმდინარე ღამის განმავლობაში 200 რუსი ოკუპანტი დაიღუპა – ამბობს ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ სასტუმროს, სადაც დამპყრობლები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დღეს დედოფალს დაკრძალავენ

დღეს დედოფალს დაკრძალავენ

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II დღეს დაკრძალავენ. ბრიტანელი მონარქის დაკრძალვას მსოფლიოს 500-მდე ლიდერი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ვანგ ქიშანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ავსტრალიის პრემიერ მინისტრი ენტონი ალბანეზი და ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი ჯასინდა არდერნი. სიცოცხლის ბოლო დღეები მონარქმა შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაატარა.  ელისაბედ მეორე ყველაზე ხანგრძლივად 70 […]

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში დაბომბვას, მინიმუმ, 3 მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავენ.  რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ზაპოროჟიეს რეგიონის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საოლქო ცენტრის წინააღმდეგ რვა რაკეტა იქნა გაშვებული. დაბომბვის შედეგად, რამდენიმე რაიონში ელექტროენერგია გაითიშა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ორჯერ დაბომბეს სუმის ოლქი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. საარტილერიო შეტევა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ განხორციელდა. […]

ჩუგუევში რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა

ჩუგუევში რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა

ჩუგუევში, რუსი ოკუპანტების  სარაკეტო იერიშს 11 წლის გოგონა  ემსხვერპლა, –  ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, 11 წლის გოგონა საავადმყოფოში დაიღუპა „რუსული ტერორისგან უდანაშაულო ბავშვი დაიღუპა. სამწუხაროდ, ჩუგუევის საავადმყოფოში გადაყვანილი 11 წლის გოგონა მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა”, – აცხადებს სინებუგოვი.

იზიუმში, მასობრივ საფლავში, ერთი ოჯახის სამი წევრის ცხედრები იპოვეს

იზიუმში, მასობრივ საფლავში, ერთი ოჯახის სამი წევრის ცხედრები იპოვეს

იზიუმში, მასობრივ საფლავში ერთი ოჯახის სამი წევრის ცხედრები იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველის ბავშვთა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში, დარია გერასიმჩუკის თქმით, სტოლპაკოვების ოჯახი – 31 წლის ელენა, 33 წლის დიმიტრი და მათი 5 წლის ქალიშვილი ლესია, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვაში მოყვნენ, ხოლო მათი სიკვდილის მიზეზი ნანგრევების ქვეშ, ჟანგბადის ნაკლებობა გახდა. რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. […]

 უკრაინელებმა რაშისტებისგან ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილიც გაათავისუფლეს

 უკრაინელებმა რაშისტებისგან ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილიც გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილიც გაათავისუფლეს, რომელიც მდინარე ოსკოლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ოფიციალურ კიევს ამ თემაზე, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში კონტრშეტევის შედეგად უკრაინის ძალებმა ქალაქი ბალაკლეა, იზიუმი და ათობით სხვა, უფრო მცირე ზომის დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ასევე, რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის  ჩრდილოეთ […]

უკრაინაში ,,მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, სავარაუდოდ, მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში ,,მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. „ამჟამად პაციენტი ჰოსპიტალიზირებულია სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული მკურნალობისთვის, მას აქვს დაავადების მსუბუქი ფორმა. დაავადება დადგინდა PCR კვლევის წყალობით, რომელიც ჩაატარა სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის რეგიონულმა ცენტრმა. უკრაინის ჯანდაცვა, აღნიშნულ შემთხვევის ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა ამ წუთებში მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში. სამინისტროს ცნობით, პაციენტმა […]

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის ესკორტი ავტოავარიაში მოჰყვა

ზელენსკი - "ევროპამ უარი უნდა თქვას რუსეთის ნავთობზე"

უკრაინის პრეზიდენტის ესკორტი ავტოავარიაში მოჰყვა. ირკვევა, რომ სამთავრობო კოლონას, რომლითაც ვოლოდიმირ ზელენსკი გადაადგილდებოდა, მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. საბედნიეროდ ავტოავარიას დაშავებული და მსხვერპლი არ ჰყავს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესმდივანი, სერგეი ნიკიფოროვი, ადასტურებს. კიევში მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა პრეზიდენტის ავტომობილსა და ესკორტის სხვა ტრანსპორტს. მედიკოსებმა, რომლებიც ესკორტს თან ახლდნენ, ავტომობილის მძღოლს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. პრეზიდენტი გასინჯა მისმა პირადმა ექიმმა.  […]

უკრაინაში ომის დასრულების თარიღი დასახელდა – გაერო-ს გენმდივანი

რუსმა ოკუპანტებმა სუმი დაბომბეს - დაღუპულები არიან ბავშვებიც

ომის დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. შესაბამისი განცხადება ანტონიო გუტიერეშმა, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოს არ არის. როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინთან სხვადასხვა საკითხები განიხილა, მათ შორის მარცვლეულის შეთანხმება და რუსული ექსპორტის შესაძლებლობა. გარდა ამისა, მხარეებმა […]