ჩუგუევში რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა

ჩუგუევში რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპაჩუგუევში, რუსი ოკუპანტების  სარაკეტო იერიშს 11 წლის გოგონა  ემსხვერპლა, –  ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, 11 წლის გოგონა საავადმყოფოში დაიღუპა

„რუსული ტერორისგან უდანაშაულო ბავშვი დაიღუპა. სამწუხაროდ, ჩუგუევის საავადმყოფოში გადაყვანილი 11 წლის გოგონა მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა”, – აცხადებს სინებუგოვი.