ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა

ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვაBBC წერს, რომ სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, ავტობუსი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები საკარანტინო დაწესებულებაში გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა. დაღუპულია 27 და დაშავებულია 20 მგზავრი.

ავარიამ მოსახლეობის იმ ნაწილის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია, რომელიც ქვეყნის „ნულოვანი კოვიდპოლიტიკის“ წინააღმდეგია.

„მკაცრი პოლიტიკა გულისხმობს მასობრივ ტესტირებასა და მონიტორინგს. მათი ახლო კონტაქტები, ვისაც ვირუსი უდგინდება, სახლში ან საკარანტინო დაწესებულებაში, იზოლაციაში უნდა იყვნენ“, – წერს BBC.

ავიაკატასტროფის მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჩინეთში მოქმედი რეგულაციების თანახმად, სამგზავრო ავტობუსებს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, გზატკეცილებზე მოძრაობა ეკრძალებათ. ავარია ადგილობრივი დროით 02:40 საათზე მოხდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რეგულაცია დაარღვიეს.