Bloomberg – აბრამოვიჩი უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის პროცესში მონაწილეობდა

Bloomberg - აბრამოვიჩი უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის პროცესში მონაწილეობდარუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბრამოვიჩმა „გადამწყვეტი როლი ითამაშა“ ბრიტანეთის ხუთი მოქალაქის გათავისუფლებაში, რომლებიც უკრაინაში ტყვედ ჩავარდა და გაცვლის ფარგლებში დაბრუნდნენ.

ჯონ ჰარდინგი, რომელიც ერთ-ერთი ტყვე იყო, ამტკიცებდა, რომ ამის შესახებ მილიარდერის თანაშემწემ უთხრა. ჰარდინგმა თქვა, რომ რომან აბრამოვიჩი დატყვევებულ ბრიტანელებს კერძო თვითმფრინავში შეხვდა, რომელმაც გაცვლის შემდეგ ისინი რუსეთიდან საუდის არაბეთში ჩაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოლიგარქი უკვე მერამდენედ ჩნდება რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესში.