კატეგორია: მსოფლიო

გერმანია – ესპანეთის სამ რეგიონში არ გაემგზავროთ

ესპანეთში 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ესპანეთის სამ რეგიონში არააუცილებელი ვიზიტებისგან თავი შეიკავონ, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული რეგიონებია: არაგონი, კატალონია და ნავარა. BBC წერს, რომ ამ სამ რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა, თუმცა ესპანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სიტუაციას […]

აშშ-სა და კარიბის ზღვის კუნძულებს ქარიშხალი უახლოვდება

აშშ-სა და კარიბის ზღვის კუნძულებს ქარიშხალი უახლოვდება

აშშ-სა და კარიბის ზღვის კუნძულებს ამ დღეებში ქარიშხალი ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ქარიშხალი, სახელწოდებით „ჰანა“ ტეხასს, ქარიშხალი „დუგლასი“ და „გონსალო“ კი ჰავაის, კარიბის ზღვის კუნძულებს უახლოვდება. ქარიშხალი „ჰანა“, რომელიც ტეხასს უახლოვდება, მექსიკის ყურეშია, ქარიშხალი „დუგლასი“, რომელიც ჰავაის ემუქრება – წყნარ ოკეანეში, ტროპიკული შტორმი „გონსალო“ კი – ატლანტის ოკეანეშია და კარიბის ზღვის კუნძულებს უახლოვდება. იპნ

კატალონიაში ღამის ბარები და კლუბები დაიხურა

ბარსელონაში დილის 6-დან 10 საათამდე პლაჟები გაიხსნა - "იცურავეთ და ირბინეთ!"

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, კატალონიის მთავრობამ ღამის ბარები და კლუბები დახურა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რეგიონში ღამის ბარები და კლუბები მომავალი ორი კვირის განმავლობაში იქნება დაკეტილი. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული საგანგებო სიტუაციის მოხსნიდან ერთი თვის შემდეგ ესპანეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბარსელონაში, სარაგოსასა და დედაქალაქ მადრიდში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება. […]

ჟან კასტექსი – “კატალონიაში არ წახვიდეთ!”

ჟან კასტექსი - "კატალონიაში არ წახვიდეთ!"

საფრანგეთის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, კატალონიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. მიზეზად ესპანეთის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა სახელდება. მთავრობის განცხადებით, 16 ქვეყნის მოქალაქისთვის ქვეყანაში შესვლამდე ტესტის ჩატარება სავალდებულო იქნება. ე.წ. წითელ სიაში არიან: აშშ, ალჟირი, მაროკო, სერბეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ისრაელი, ყატარი, ინდოეთი, მექსიკა, ბრაზილია და ჩილე. “მთავრობა უახლოეს ხანში გაამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს ქვეყნის საზღვრებზე, ხოლო 16 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წინ […]

იტალიაში ფიქტიური ქორწინებების ორგანიზებისთვის 56 ადამიანი დააკავეს

იტალიაში ფიქტიური ქორწინებების ორგანიზებისთვის 56 ადამიანი დააკავეს

იტალიაში, სამართალდამცველებმა ქალაქ ლივორნოში აღმოაჩინეს ქსელი, რომლის მეშვეობითაც ემიგრანტებისთვის ფიქტიური ქორწინებების ორგანიზება ხდებოდა. ამის შესახებ la Repubblica წერს. გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულებრივ ქსელში ჩართული 56 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იტალიის, სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის მოქალაქეები. ცნობილია, რომ მიგრანტების ფიქტიური ქორწინებების ლეგალიზაციის სეგმენტში დომენიკის რესპუბლიკის მოქალაქეები ლიდერობენ. 5 წელიწადში დანაშაულებრივი ჯგუფების დახმარებით 25 ფიქტიური ქორწინება შედგა. დანაშაულებრივმა ჯგუფმა […]

საბერძნეთში ხანძარს მესამე დღეა, ვერ აქრობენ

საბერძნეთში ხანძარს მესამე დღეა, ვერ აქრობენ

საბერძნეთში მესამე დღეა, ტყეში ხანძრის ლიკვიდაციას ვერ ახერხებენ. ცეცხლი ნავსადგურ კორინთან მდებარე დასახლება “კეხრისთან” არსებულ ტყეშია გავრცელებული. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია ვერტმფრენები. სტიქიური უბედურების ზონაში მობილიზებულია 367 მეხანძრე. ისინი ცეცხლი ლიკვიდაციას რთული ლანდშაფტის გამო ვერ ახერხებენ. რუსთავი 2

პუტინის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს სომხეთის პატრიარქმა ეროვნება ჩამოართვა და მისი პორტრეტი არაქსში გადააგდო

პუტინის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს სომხეთის პატრიარქმა ეროვნება ჩამოართვა და მისი პორტრეტი არაქსში გადააგდო

სომ­ხე­თის პატ­რი­არ­ქმა გა­რე­გინ მე­ო­რემ სპე­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­მარ­თა, სა­დაც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ეროვ­ნე­ბით სო­მეხ ჟურ­ნა­ლისტს, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ანს ეროვ­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვა. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ 21 ივ­ლისს გახ­და ცნო­ბი­ლი. მარგარიტა სიმონიანი ინგლისურენოვანი ტელეარხის, რაშა თუდეის რედაქტორია. ეს ტელეკომპანია რუსეთის ხელისუფლების და პირადად პუტინის პროპაგანდისტია. ამბების ცნობით, ცე­რე­მო­ნია სომ­ხე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ ტა­ძარ­ში გა­ი­მარ­თა. მე­დი­ის ცნო­ბით, სომ­ხე­თის პატ­რი­არ­ქმა ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ მი­ი­ღო, რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა […]

იტალიაში 32 წლის მამაკაცი 5 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს

იტალიაში ქართველი ტურისტი ცემეს და გაძარცვეს

ახალგაზრდა მამაკაცს ბრალად ედება სექსუალური ძალადობა 5 წლის გოგონაზე, რომელიც მას ბავშვის მამამ რამდენიმე საათით დაუტოვა. სავარაუდო დამნაშავე ოსტიის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ „ანსა“ წერს. სამართალდამცავი უწყების თანახმად, შემთხვევა ივნისის ბოლოს მოხდა, როდესაც გოგონას მამამ, მოულოდნელად გამოჩენილი აუცილებელი სამსახურებრივი საქმის გამო, მათთან ახლოს მცხოვრებ ოჯახის მეგობარს რამდენიმე საათით დაუტოვა თავისი შვილები – 2 და 5 წლის […]

მაკრონმა კვიპროსს მხარი დაუჭირა და თურქეთისთვის სანქციები მოითხოვა

მაკრონმა კვიპროსს მხარი დაუჭირა და თურქეთისთვის სანქციები მოითხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადესს პარიზში, ელისეს სასახლეში უმასპინძლა. მათ საკუთარ განცხადებებში აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მოქმედებები გააკრიტიკეს, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოძიების მიზნით კვლევით და ბურღვით სამუშაოებს აწარმოებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა საბერძნეთისა და კვიპროსის ტერიტორიული წყლების ხელყოფისთვის თურქეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან სანქციების დაწესება მოითხოვა. „ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების […]

ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირება 3-ჯერ გაიზარდა

ესპანეთში 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა

ესპანეთში გასული სამი კვირის მანძილზე კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა – ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. კორონავირუსის გავრცელების პიკმა ესპანეთში აპრილში მიაღწია, როცა ყოველდღე ათასობით ახალი შემთხვევა ჩნდებოდა და ასობით ადამიანი იღუპებოდა, შემდეგ კი სიტუაცია დასტაბილურდა. თუმცა მას შემდეგ, რაც გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა და ესპანელებიც ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, 201 ახალი კლასტერი გაჩნდა, მათ შორის […]