მადრიდში 30 ივლისიდან ახალი შეზღუდვები წესდება

მადრიდში 30 ივლისიდან ახალი შეზღუდვები წესდებამადრიდში კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები მკაცრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

ახალი რეგულაციების თანახმად, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის საჯარო სივრცეებში, ბარები ღამის პირველ საათზე დაიხურება, ღია ტიპის რესტორნებში კი ერთდროულად 10-ზე მეტი პირი არ დაიშვება.

ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, 10-ზე მეტი ადამიანი არც სახლებში შეიკრიბონ, თუმცა ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და კანონით არ იკრძალება.

ახალი შეზღუდვები ძალაში 30 ივლისიდან შევა.

შეგახსენებთ, ესპანეთში, ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 325.862 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გარდაცვლილია 28.434 ადამიანი.

იპნ