ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა და 2.700-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოები გადავსებულია და დანგრეულია უამრავი შენობა. შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის […]
კატეგორია: მსოფლიო
პრემიერი სანჩესი – “ხუან კარლოსის ესპანეთიდან წასვლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ყოფილი მეფის, ხუან კარლოს პირველის ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით, ის სრულ პატივისცემას უცხადებს სამეფო სახლის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, ყოფილი მეფის წასვლის გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოდის ძლიერ დემოკრატიასთან. სანჩესის განმარტებით, „ადამიანები სამართლდებიან და არა ინსტიტუტები“. „პირველ რიგში, მთავრობას და მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, სრული პატივისცემა გვაქვს სამეფო სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. ასევე, ასამართლებენ ადამიანებს […]
ესპანეთში ტურისტების რაოდენობა 97,7%-ით შემცირდა
ესპანეთმა, მიმდინარე წლის ივნისში 204.926 საერთაშიროსო ტურისტი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97.7%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, ტურისტების მიერ აღნიშნულ პერიოდში დახარჯული თანხის საერთო მოცულობა წინა წელთან შედარებით 98.6%-ით შემცირდა. გარდა ამისა, თითოეულმა ტურისტმა, საშუალოდ, 755 აშშ დოლარი დახარჯა, რაც წინა წლის […]
რუსეთი პუტინის გარეშე – ხაბაროვსკის მიტინგზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა
რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში გამართულ კრემლის საწინააღმდეგო მორიგ საპროტესტო აქციაზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც „როიტერსი” იტყობინება, ხაბაროვსკის მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან 9 ივლისს რეგიონის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავების გამო. ფურგალი მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს, რასაც ის უარყოფს. მხარდამჭერების განცხადებით, მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. დემონსტრანტები მთავრობის შენობასთან სკანდირებდნენ: „თავისუფლება”, „პუტინი გადადგეს!”, პლაკატებზე კი ეწერათ: „რუსეთი პუტინის გარეშე”. ქალაქის ხელისუფლების […]
მინსკში სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიტინგზე 63.000 კაცი იმყოფებოდა
ბელარუსში პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სამართალდამცველების თქმით, აქციაზე 63.000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. აქციაზე სიტყვით გამოვიდა თავად სვეტლანა ტიხანოვსკაიაც და ბელარუსის მოქმედ მთავრობას მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყანაში რუსული კერძო სამხედროების დაკავების ფაქტი ერთმანეთს არ დაუკავშირონ. „რომელი რევოლუცია, ჩვენ სამართლიანი არჩევნები გვინდა, რატომ უწყობთ პროვოკაციებს საკუთარ ერს? ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ და ჩვენს […]
ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გადადება მოითხოვა
ფოსტის საშუალებით ხმის მიცემით, 2020 წელს ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები გვექნება, რაც დიდ უხერხულობას გამოიწვევს შეერთებულ შტატებში – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. აშშ-ის პრეზიდენტი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის. „გადავდოთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ?“- წერს ტრამპი. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა […]
“2 წლის ბავშვთან სექსი გინდათ?” – სკანდალი იტალიაში – ვიდეო
იტალიაში, კარაბინერებმა დააკავეს 25 წლის მამაკცი, რომელიც პლაჟზე მყოფ ხალხს 2 წლის ბავშვთან სექსს სთავაზობდა თანხის ფასად. “ახალგაზრდა მამაკაცმა მკითხა, ხომ არ გადავიხდიდი თანხას ბავშვთან სექსში, რომელიც ხელში ეკავა. გთხოვთ, იპოვეთ და დააკავეთ” – ასეთი შეტყობინება შევიდა პოლიციაში ტურისტისგან. შემთხვევა რომთან ახლოს, ოსტიაში, ამერიგო ვესპუჩის სანაპიროზე მოხდა. დამნაშავე მალევე დააკავეს. ის წარმოშობით რუმინელი აღმოჩნდა. დაკავებისას ხელში ეკავა 2 წლის ქერა […]
იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას 15 ოქტომბრამდე ახანგრძლივებს, – ტელეკომპანია CNN-ის ცნობით ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „მინისტრთა საბჭომ, პრეზიდენტ ჯუზეპე კონტეს შეთავაზების საფუძველზე, გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა,“- აღნიშნულია განცხადებაში. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც იტალიამ 31 იანვარს გამოაცხადა, მთავრობას სპეციალურ ძალაუფლებას ანიჭებს, რითაც მას კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით გარკვეული შეზღუდვების დაწესება და დამატებით რესურსებზე […]
ოლივიე ვერანი – „მეორე ტალღა არ გვემუქრება, მაგრამ ეპიდემია გრძელდება”
გვსურს, თავიდან ავირიდოთ მკაცრი კარანტინის წესების ხელმეორედ შემოღება. სიტუაციას თითოეული შემთხვევების მიხედვით ვაფასებთ, ომი არ დასრულებულა, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ კორონავირუსთან თანაცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს, – ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიერ ვერანმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანას მეორე ტალღა არ ემუქრება, თუმცა ეპიდემია გრძელდება. „მეორე ტალღა არ გვემუქრება, მაგრამ ეპიდემია გრძელდება. ზოგი ადამიანი წესებს პატივს […]
მადრიდში 30 ივლისიდან ახალი შეზღუდვები წესდება
მადრიდში კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები მკაცრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს. ახალი რეგულაციების თანახმად, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის საჯარო სივრცეებში, ბარები ღამის პირველ საათზე დაიხურება, ღია ტიპის რესტორნებში კი ერთდროულად 10-ზე მეტი პირი არ დაიშვება. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, 10-ზე მეტი ადამიანი არც სახლებში შეიკრიბონ, თუმცა ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და კანონით […]










