პუტინის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს სომხეთის პატრიარქმა ეროვნება ჩამოართვა და მისი პორტრეტი არაქსში გადააგდო

სომ­ხე­თის პატ­რი­არ­ქმა გა­რე­გინ მე­ო­რემ სპე­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­მარ­თა, სა­დაც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ეროვ­ნე­ბით სო­მეხ ჟურ­ნა­ლისტს, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ანს ეროვ­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვა. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ 21 ივ­ლისს გახ­და ცნო­ბი­ლი.

მარგარიტა სიმონიანი ინგლისურენოვანი ტელეარხის, რაშა თუდეის რედაქტორია. ეს ტელეკომპანია რუსეთის ხელისუფლების და პირადად პუტინის პროპაგანდისტია.

ამბების ცნობით, ცე­რე­მო­ნია სომ­ხე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ ტა­ძარ­ში გა­ი­მარ­თა. მე­დი­ის ცნო­ბით, სომ­ხე­თის პატ­რი­არ­ქმა ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ მი­ი­ღო, რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა, მან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ყი­რი­მის რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლის არა­ღი­ა­რე­ბა­სა და აშშ-სთან ერ­თად მი­ზან­მი­მარ­თულ მოქ­მე­დე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

გა­რე­გინ მე­ო­რემ ჟურ­ნა­ლისტს აუკ­რძა­ლა ღმერ­თს სომ­ხურ ენა­ზე მი­მარ­თოს და ასე­ვე აუკ­რძა­ლა სომ­ხურ სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ა­ში შეს­ვლა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი სომ­ხე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და დე­პუ­ტა­ტებ­თან ერ­თად.

ცე­რე­მო­ნი­ის ბო­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტის ფოტო ტაძ­რი­დან გა­მო­ი­ტა­ნეს და მდი­ნა­რე არაქსში გა­და­აგ­დეს.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის თქმით, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი თა­ვის ეროვ­ნე­ბას კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის იყე­ნებს და სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თოს სო­მეხ ხალ­ხზე.

“ჩვენს ერს არ სჭირ­დე­ბა ასე­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. აშშ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია და ჩვენ არ მივ­ცემთ პრო­ვო­კა­ტო­რებს ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მარ­გა­რი­ტა სო­მე­ხია და სა­უბ­რობს თუ არა ჩვენს ულა­მა­ზეს და უძ­ვე­ლეს ენა­ზე. და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და კრას­ნო­დარ­ში და ის არ არის სომ­ხუ­რი ქა­ლა­ქი“, – ამ­ბობს სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი.